გზა "ჩემი ცოლის დაქალებიდან" პოდიუმამდე - ამერიკული ცხოვრება და ფეხბურთელი მეუღლე: სალი კერატიშვილის გზა - Marao

გზა "ჩემი ცოლის დაქალებიდან" პოდიუმამდე - ამერიკული ცხოვრება და ფეხბურთელი მეუღლე: სალი კერატიშვილის გზა

2026-11-26 11:06:25+04:00

თანამედროვე ქართულ მედიასივრცეში არსებობენ ადამიანები, რომლებიც საზოგადოების ყურადღებას ერთხელ იპყრობენ და შემდეგ წლების განმავლობაში ინარჩუნებენ აქტუალობას. სალი კერატიშვილი სწორედ ასეთი ფიგურაა - მსახიობი და მოდელი.

sali-keratishvili

  • ალესია პირველად სტადიონზე და ოჯახური კადრები - წარმატებული ქართველი ფეხბურთელის ამერიკული ცხოვრება 

სალი კერატიშვილის კარიერა 

ფართო აუდიტორიამ სალი კერატიშვილი საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე რეიტინგული სერიალით, „ჩემი ცოლის დაქალებით“ გაიცნო. მის მიერ განსახიერებული კესოს პერსონაჟი მალევე იქცა მაყურებლისთვის დასამახსოვრებელ და საინტერესო გმირად. ის შაგუს შეყვარებულის როლს ასრულებდა. 

"კესოს როლი თავდაპირველად, ჩემს ერთ-ერთ მეგობარს შესთავაზეს, ის უნდა მისულიყო სინჯების გადასაღებად, მაგრამ გარკვეული მიზეზების გამო, არ დათანხმდა. მე დამირეკა და მითხრა, სცენარი რომ წავიკითხე, ეგრევე შენ გამახსენდი. მგონია, კარგად ითამაშებ და თუ გინდა, კასტინგის მენეჯერს შენზე მივწერო. სცენარი რომ წავიკითხე, დავინტერესდი და დავთანხმდი. კასტინგზე დამიბარეს, მივედი, სინჯები გადაიღეს, ეკა მჟავანაძეს ველაპარაკე და წამოვედი. 2 დღის შემდეგ დამირეკეს, როლზე დაგამტკიცეთო.

 არანაირი გამოცდილება არ მქონდა, მაგრამ მივედი ძალიან თავდაჯერებული. ჩემი პერსონაჟის მსგავსი არაერთი გოგოა ამ ქალაქში, ძალიან რთული შესასრულებელი აღმოჩნდა, ცვალებადი ხასიათის გამო ხშირად ხდება მისი გარდაქმნა. უნდა შეგეძლოს იყო იმპულსური, თავხედი, ინტრიგანი, შტერი, მაყურებლისთვის გამაღიზიანებელი...

პირველ დღეს, როგორც კი კამერა ჩაირთო, თამაში ძალიან გამიჭირდა, მაგრამ დამეხმარნენ, განსაკუთრებით - ილო ბეროშვილი. ამიხსნა, როცა სერიალში სათამაშოდ მოვედი, დიდი სამსახიობო გამოცდილება მეც არ მქონდაო და თავის გავლილ გზაზე მიამბო. ძალიან დამეხმარა გიორგი ლიფონავაც.

ეკრანზე საკუთარ თავს პირველ დღეს ცალი თვალით ვუყურებდი. ბევრმა დამირეკა, დიდი გამოხმაურება ჰქონდა, მე კი ძალიან ვინერვიულე," - ამბობს სალი "გზასთან" ინტერვიუში.

sali-keratishvili

  • ყველა „ოქროს ბურთზე“ ძვირფასი ჯილდო: გაიცანით ქართველი ფეხბურთელების მთავარი მოტივატორები - შვილები 

მიუხედავად იმისა, რომ სალი ეკრანზე სამსახიობო ამპლუით გამოჩნდა, იგი პროფესიით ჟურნალისტია და მუშაობის გამოცდილებაც ადრეული ასაკიდან დააგროვა.

"შრომისმოყვარე ვარ. 17 წლის, ანუ სტუდენტი ვიყავი, მუშაობა რომ დავიწყე. ევროკავშირის საქართველოს ბიზნესსაბჭოში პრესრელიზებს ვაკეთებდი და სხვა საქმესაც ვითავსებდი. სერიოზულ ხალხთან მქონდა ურთიერთობა, იქ ბევრი რამ ვისწავლე, გამოცდილება დამიგროვდა. ერთი წლის შემდეგ წამოვედი, რადგან სწავლა ბევრ დროს ითხოვდა და ერთმანეთს ვერ ვუთავსებდი. უნივერსიტეტი ახლა დავამთავრე, პროფესიით ჟურნალისტი ვარ" - ამბობდა სალი.

ეკრანული წარმატების პარალელურად, სალი კერატიშვილმა თავი მოდის ინდუსტრიასა და სოციალურ ქსელებშიც დაიმკვიდრა. დღეს იგი ერთ-ერთი გამორჩეული ქართველი მოდელია, რომლის სტილსაც ათასობით გამომწერი ადევნებს თვალს. სალი აქტიურად თანამშრომლობს წამყვან დიზაინერებთან - მათ შორის, ცოტა ხნის წინ მან ცნობილი ქართველი დიზაინერის, დათუნა სულიკაშვილის კოლექცია წარადგინა, რამაც მოდის მოყვარულთა განსაკუთრებული ყურადღება მიიქცია.

sali-keratishvili

სალი კერატიშვილის ოჯახი

სალი კერატიშვილის პირადი ცხოვრება ისეთივე გამორჩეული და საინტერესოა, როგორც მისი კარიერა. იგი საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების ფეხბურთელის, საბა ლობჟანიძის მეუღლეა. საბამ ამერიკაში გადასვლიდან სულ რაღაც სამ თვეში, საყვარელ ქალს ხელი პირდაპირ სტადიონზე სთხოვა, რამაც გულშემატკივრებისა და მედიის დიდი აღფრთოვანება გამოიწვია.

  • მსახიობი მეუღლე, პირველი შვილის მოლოდინი და წარმატებული კარიერა აშშ-ში: გაიცანით საბა ლობჟანიძე 

sali-keratishvili

2024 წლის ივლისში წყვილის ცხოვრებაში კიდევ ერთი უმნიშვნელოვანესი სიახლე მოხდა - მათ პირველი შვილი, გოგონა შეეძინათ, რომელსაც ალესია დაარქვეს. ახალმა ამპლუამ სალის ცხოვრებას კიდევ უფრო მეტი სითბო შემატა.

sali-keratishvili