რატომ უჩივის მერსი სულხანიშვილი გადაცემა "სარკასტიკის" წამყვანს? - Marao

რატომ უჩივის მერსი სულხანიშვილი გადაცემა "სარკასტიკის" წამყვანს?

2026-11-26 11:21:49+04:00

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ინფლუენსერმა მერსი სულხანიშვილმა გადაცემა "სარკასტიკის" წამყვანს, გიორგი ნაზღაიძეს სასამართლოში უჩივლა.

  • "ადამიანების ძალიან დიდმა ნაწილმა რეალობაში გაურკვევლად უსამართლოდ დამიწყო ლანძღვა" - თათა გიორგობიანი მიმართვას ავრცელებს

საქმე ეხება მერსი სულხანიშვილის აღნიშნულ გადაცემაში სტუმრობას - სულხანიშვილი ამტკიცებს, რომ წამყვანი, გიორგი ნაზღაიძე მას სექსუალურად ავიწროებდა. მერსი სულხანიშვილის ინტერესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაიცავენ - საჩივარი პოლიციაშია შესული.

merci

  • ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე, კარლოტა ელენა, მუქარის შემცველ კომენტარებს ასაჯაროებს - „ტურნირი კი ტოტალიზატორებით ფინანსდება“

ვინ არის მერსი სულხანიშვილი?

მერსი სულხანიშვილი საქართველოში ცნობილია, როგორც ჟურნალისტი, ინფლუენსერი. არის ქართველი მოდის ბლოგერი, რომელიც თანამშრომლობდა ცნობილ ბრენდებთან, მუშაობდა ტელეკომპანია Music Box-ში გადაცემა "Fashion Time-ის" წამყვანად; 2014 წელს გახდა ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომელი - იყო პროდიუსერის თანაშემწე და ჟურნალისტი. არის ტელე-რადიო წამყვანი, მოდის ბლოგერი.