მსახიობი და ტელეწამყვანი სალომე შარვაძე სოციალურ ქსელში გამომწერებს საკუთარი წონის კლების პროცესის შესახებ მორიგ სიახლეს უზიარებს. მან უკვე 25 კილოგრამის დაკლება შეძლო და სასურველ შედეგამდე სულ რაღაც 5 კილოგრამი აშორებს.
"დამრჩა მხოლოდ 5 კილო! მე ჯერ კიდევ არ მჯერა, რომ უკვე -25 კილო ვარ!
ახლა ნელი კლებისა და წონის შენარჩუნების ეტაპზე გადავედი. დავიწყე ვარჯიში და აკვა აერობიკაც.
ნელ-ნელა ყველაფერს გაგიზიარებთ, ჩემს გამოცდილებასა და ახალ რუტინას," - წერს სალომე შარვაძე

სალომე შარვაძის წონის კლების გამოცდილება
ამჯერად, მისი პოპულარობის მიზეზი არა ახალი როლი, არამედ მისი პირადი, შთამბეჭდავი ვიზუალური ტრანსფორმაციაა. სალომემ სოციალურ ქსელში გამომწერებს გაუზიარა სიახლე, რომელმაც ბევრი გააოცა და აღაფრთოვანა: მან ოცი კილოზე მეტის დაკლება მოახერხა.
მსახიობი, რომელიც მუდამ გამოირჩეოდა გულწრფელობით, არ მალავს, რომ ეს პროცესი მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებსაც სალომე ბოლო დროს აქვეყნებს, აშკარად ჩანს, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია და თავს თავდაჯერებულად გრძნობს. თუმცა, „ქეთის“ მიზანი ამით არ დასრულებულა. მან განაცხადა, რომ კიდევ შვიდი კილოგრამის დაკლება სურს, რათა იდეალურ, მისთვის სასურველ წონას მიაღწიოს.
"მე არ მიყვარს ტყუილები - ყველაფერს ძალიან გულწრფელად ვაზიარებ.შესაბამისად, ინსტაგრამზე მედო ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ გავიკეთე სრული გამოკვლევა საქართველოშიც და სტამბოლშიც. გადაწყდა, რომ ჩემი BMI იყო 48 და სასწრაფოდ დამჭირდა, რაღაც ჩარევები გამეკეთებინა. ეს იქნებოდა ინიექცია, სწორი კვება თუ სხვა და ამ ყველაფერს თან ერთოდა წონაში კლება", - ამბობდა სალომე შარვაძე მანამდე.
სალომე გამომწერებს საკუთარი ყოველდღიური რაციონისა და თავის მოვლის ჩვევების დეტალებსაც უზიარებს. მისი თქმით, მთავარი აქცენტი ცილოვან პროდუქტებსა და სითხის მიღებაზე კეთდება:
- ცილოვანი კვება: „მივირთმევ ბევრ ცილას; ეს იქნება კვერცხი, ქათმის ხორცი, თევზი თუ ასე შემდეგ. ესეც გაწერილი მაქვს.“
- წყლის მიღება: „რა თქმა უნდა, წყალი - დღეში 2 ლიტრი ყველაზე ცოტა, ხოლო 2.5–3 თუ დავლიე, ხომ გადასარევი ამბავია.“
- აქტივობა: „ბევრი ფეხით სიარული“