„90 კილოდან 68 კილომდე“ - სალომე შარვაძე გამომწერებს წონის დაკლების, კვების რაციონისა და თავის მოვლის საიდუმლოებებს უზიარებს - Marao

„90 კილოდან 68 კილომდე“ - სალომე შარვაძე გამომწერებს წონის დაკლების, კვების რაციონისა და თავის მოვლის საიდუმლოებებს უზიარებს

2026-09-16 12:59:41+04:00

მსახიობი, ტელეწამყვანი და ინფლუენსერი სალომე შარვაძე სოციალურ ქსელში გამომწერების მხრიდან მიღებულ უამრავ კომპლიმენტს ეხმაურება და საკუთარი გარდასახვის გზასა და ჯანსაღი ცხოვრების წესზე გულახდილად საუბრობს.

  • "რა ძლიერი და ლამაზი ხარ - მთავარია სურვილია" - სულ სხვანაირი სალომე შარვაძე

როგორც სალომე აღნიშნავს, წონის კლების პროცესი სამედიცინო ჩარევითა და ენდოკრინოლოგის მეთვალყურეობით დაიწყო, დღეს კი შედეგის შენარჩუნებას ჯანსაღი კვებითა და ფიზიკური აქტივობით აგრძელებს.

salome

სამედიცინო ჩარევა და პირველი ნაბიჯები

„დაახლოებით ერთი წლის წინ გავიკეთე სრული გამოკვლევა და აღმოჩნდა, რომ ჩემი BMI, ანუ ორგანიზმში ცხიმის ინდექსი, საკმაოდ მაღალი იყო. გადაწყდა, რომ დანიშნულებით უნდა ჩართულიყო ენდოკრინოლოგი და დამენიშნა სპეციალური კვება და ინიექცია, რომელიც პირდაპირ დამეხმარებოდა წონის კლებაში,“ - იხსენებს მსახიობი.

  • „გულწრფელად გეუბნები, არცერთი არ არის ჩემი მეგობარი“ - ნანიკო ხაზარაძე კოლეგებზე საუბრობს

მისი თქმით, ინიექციის კურსი უკვე დასრულებულია და ახლა მთლიანად ჯანსაღ რეჟიმზეა გადასული:

„ახლა უკვე შეწყვეტილი მაქვს. ვაგრძელებ უბრალოდ ჯანსაღ კვებას, ბევრ ცილას. ახლა უკვე ვიწყებ ვარჯიშს, კუნთები მინდა ტონუსში მოვიყვანო.“

sharvadze

22 დაკლებული კილოგრამი და ახალი მიზნები

შედეგი მართლაც შთამბეჭდავია - სალომემ 22 კილოგრამის დაკლება შეძლო, თუმცა დასახული მიზნისკენ სვლას მშვიდი ტემპით აგრძელებს:

„90 კილოდან ახლა 68 კილო ვარ. კიდევ მინდა 5 კილო, მაგრამ არსად არ მეჩქარება; ნელ-ნელა ვიცი, რომ ამ წონასაც დავიკლებ.“

კვების რაციონი, წყლის ბალანსი და თავის მოვლა

სალომე გამომწერებს საკუთარი ყოველდღიური რაციონისა და თავის მოვლის ჩვევების დეტალებსაც უზიარებს. მისი თქმით, მთავარი აქცენტი ცილოვან პროდუქტებსა და სითხის მიღებაზე კეთდება:

  • ცილოვანი კვება: „მივირთმევ ბევრ ცილას; ეს იქნება კვერცხი, ქათმის ხორცი, თევზი თუ ასე შემდეგ. ესეც გაწერილი მაქვს.“
  • წყლის მიღება: „რა თქმა უნდა, წყალი - დღეში 2 ლიტრი ყველაზე ცოტა, ხოლო 2.5–3 თუ დავლიე, ხომ გადასარევი ამბავია.“
  • აქტივობა: „ბევრი ფეხით სიარული“

გარდა წონის კლებისა, ყურადღების ცენტრში მოექცა მისი სახის კანიც. მსახიობი აღნიშნავს, რომ კანის სილამაზესა და ჯანმრთელობაზე ზრუნვას მომავალშიც გეგმავს:

„რაც შეეხება სახის კანს - ჰო, საკმაოდ კარგად გამოიყურება... რაღაც-რაღაცებს გავიკეთებ სახეზეც, რომ ჩემი სახის კანი ლამაზად იყოს.“

  • 100% დაფინანსება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტში! - "ზოგჯერ მშობლის ბედნიერება სიტყვებში ვერ ეტევა" - სალომე შარვაძე შვილის წარმატების შესახებ

სალომე შარვაძის გამოცდილება კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმას, რომ წონის ეფექტური და უსაფრთხო კლება სწორ სამედიცინო მეთვალყურეობასა და ჯანსაღი ცხოვრების წესის დამკვიდრებას ეფუძნება.