"ყველაზე რთული კი ის არის, რომ ბოროტება ყოველთვის აშკარა სახით არ მოდის" - მერსი სულხანიშვილი მიმართვას ავრცელებს - Marao

"ყველაზე რთული კი ის არის, რომ ბოროტება ყოველთვის აშკარა სახით არ მოდის" - მერსი სულხანიშვილი მიმართვას ავრცელებს

2026-11-28 14:27:29+04:00

"ზოგჯერ მგონია, რომ სამყარო იმდენად სავსეა ბოროტებით, შურით, სიყალბითა და ადამიანებით, რომლებსაც სხვისი ტკივილი საკუთარი სიამოვნების წყაროდ უქცევიათ, ასეთ დროს სიკეთის არსებობაშიც კი გეპარება ეჭვი.

ყველაზე რთული კი ის არის, რომ ბოროტება ყოველთვის აშკარა სახით არ მოდის. ზოგჯერ კეთილგანწყობის ნიღბით გიღიმის, ზოგჯერ მეგობრობას ირგებს, ზოგჯერ კი სხვისი სახელის, ღირსებისა და რეპუტაციის ნგრევით ცდილობს საკუთარი სიცარიელის შევსებას.

  • რატომ უჩივის მერსი სულხანიშვილი გადაცემა "სარკასტიკის" წამყვანს?

დღეს სამწუხაროდ სხვისი დამცირება ძალად ითვლება, სიყალბე მოხერხებულობად, ხოლო სიკეთე სისუსტედ", - წერს სოციალურ ქსელში მერსი სულხანიშვილი.

sulkhanishvili

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ ინფლუენსერმა მერსი სულხანიშვილმა გადაცემა "სარკასტიკის" წამყვანს, გიორგი ნაზღაიძეს სასამართლოში უჩივლა.

  • "ადამიანების ძალიან დიდმა ნაწილმა რეალობაში გაურკვევლად უსამართლოდ დამიწყო ლანძღვა" - თათა გიორგობიანი მიმართვას ავრცელებს

საქმე ეხება მერსი სულხანიშვილის აღნიშნულ გადაცემაში სტუმრობას - სულხანიშვილი ამტკიცებს, რომ წამყვანი, გიორგი ნაზღაიძე მას სექსუალურად ავიწროებდა. მერსი სულხანიშვილის ინტერესებს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლები დაიცავენ - საჩივარი პოლიციაშია შესული.

  • ნიკოლოზ ბასილაშვილის მეუღლე, კარლოტა ელენა, მუქარის შემცველ კომენტარებს ასაჯაროებს - „ტურნირი კი ტოტალიზატორებით ფინანსდება“

sulkhanishvili

ვინ არის მერსი სულხანიშვილი?

მერსი სულხანიშვილი საქართველოში ცნობილია, როგორც ჟურნალისტი, ინფლუენსერი. არის ქართველი მოდის ბლოგერი, რომელიც თანამშრომლობდა ცნობილ ბრენდებთან, მუშაობდა ტელეკომპანია Music Box-ში გადაცემა "Fashion Time-ის" წამყვანად; 2014 წელს გახდა ტელეკომპანია "იმედის" თანამშრომელი - იყო პროდიუსერის თანაშემწე და ჟურნალისტი. არის ტელე-რადიო წამყვანი, მოდის ბლოგერი.