"ჩემი დეიდაშვილი, ბუღალტერი, ციფრებსა და პოდიუმს მშვენივრად ათავსებს" - ვინ არის ანა ივანაური და რას წერს გვანცა დარასელია - Marao

"ჩემი დეიდაშვილი, ბუღალტერი, ციფრებსა და პოდიუმს მშვენივრად ათავსებს" - ვინ არის ანა ივანაური და რას წერს გვანცა დარასელია

2026-11-28 16:23:47+04:00

"ჩემი დეიდაშვილი, ანა, სუპერპროფესიონალი ბუღალტერი და აუდიტის სპეციალისტი, ციფრებსა და პოდიუმს მშვენივრად ათავსებს", - წერს სოციალურ ქსელში ტელეწამყვანი გვანცა დარასელია. 

ana

  • „ცხრა წლის წინ რომ დამაბრუნოთ, მონაწილეობას თავიდან მივიღებდი“ - ნია წივწივაძე „მის საქართველოსა“ და „მის მსოფლიოს“ პერიოდს იხსენებს

ვინ არის ანა ივანაური

ანა ივანაური საქართველოში მოღვაწე პროფესიონალია, რომელიც ფინანსების, ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო საკითხების პარალელურად მოდის, ხელოვნებისა და მედიის მიმართულებითაც აქტიურობს. დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კომერციისა და მარკეტინგის ფაკულტეტი, პროფესიონალ ბუღალტერთა და აუდიტორთა ფედერაციის ACCA კვალიფიკაცია მოიპოვა და მუშაობს ბუღალტრული აღრიცხვისა და საგადასახადო რისკების მიმართულებით, ასევე მომზადებული აქვს სასწავლო/სამუშაო მასალები გადასახადების თემაზე.

ana

  • "წავედი „მის სამყაროზე“ და სწორედ იქ დაიწყო მთავარი თავგადასავალი" - გზა „მის საქართველოდან“ უდიდეს წარმატებამდე

ანა ივანაური სხვადასხვა სატელევიზიო გადაცემისა და მოდის ღონისძიების ხშირი სტუმარია. ის ქართული ბრენდის „LIMAS ANGELS”-ის მოდელია, ორჯერ აქვს მონაწილეობა მიღებული საქართველოს მოდის კვირეულზე და ოქტომბერში პარიზის მოდის კვირეულზეც იმყოფებოდა.