ქიმიურის გარდა, არსებობს სახლის პირობებში თმის ბუნებრივი საშუალებებით გაღიავების მეთოდი.
200 გრ გვირილას დაასხით 400 მლ არაყი და ერთი კვირა ბნელ ადგილას გააჩერეთ. ახლა 100 გრ ინას დაასხით 300 მლ ცხელი წყალი და 1-2 საათი ესეც დააყოვნეთ. შემდეგ ინის ნაყენი გაუფილტრავ გვირილის ნაყენში შეურიეთ და 2 კვირით დადგით. შემდეგ გაფილტრეთ.
თმა მიღებული სითხით დაისველეთ, 30-40 წუთის შემდეგ დაიბანეთ შამპუნით. კიდევ უფრო გაღიავებისთვის 2-დან 5 პროცედურამდე მაინც დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, შუალედების დაცვით.