დარიჩინი – არა მხოლოდ არომატული სანელებელია, არამედ გამაღიავებელი ქიმიური საშუალებების უსაფრთხო და ბუნებრივი ალტერნატივა, რომელიც თქვენს თმას არა მხოლოდ გააღიავებს, არამედ მას სიბზინვარეს, სირბილესა და ჯანმრთელ იერს მიანიჭებს.
ამასთან, თმას საოცარი სურნელი ექნება!
გამაღიავებელი დარიჩინისგან:
საშუალო ზომის ჯამში ერთმანეთში შეურიეთ ერთი ჭიქა თმის კონდიციონერი, 3 სუფრის კოვზი დაფქული დარიჩინი და 1/3 ჭიქა თაფლი. კარგად აურიეთ ყველა ინგრედიენტი პლასტიკატის ან ხის კოვზით. ეცადეთ, არ გამოიყენოთ ლითონის ჭურჭელი – რადგან შესაძლოა ის რეაქციაში შევიდეს მასასთან.
დაიბანეთ თავი ჩვეულებისამებრ. როცა თმა ოდნავ შეშრება, გაანაწილეთ ის რამდენიმე ნაწილად და დაივარცხნეთ მსხვილკბილებიანი სავარცხლით. დაიდეთ მომზადებული ნიღაბი თმაზე. ეცადეთ, კარგად გაანაწილოთ თმის თითოეულ დანაყოფზე. ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ დარიჩინი არ მოგხვდეთ სახეზე, ის ალერგენია და შესაძლოა, კანი გაგიწითლოთ ან გაგიღიზიანოთ. თავის კანშიც მისი შეზელვა არ ღირს.
დაიხურეთ თავზე ცელოფნის ქუდი და შეიფუთეთ თმა პირსახოცით. გაიჩერეთ ნიღაბი თავზე დაახლოებით 30 წთ, შემდეგ მოიხსენით პირსახოცი – თმას სათბური აღარ სჭირდება და ნიღაბი კიდევ 3-4 საათი გაიჩერეთ თავზე. რაც დიდხანს გაიჩერებთ ნიღაბს, მით ინტენსიური იქნება შედეგი.
თქვენი თმა 2 ტონით გაღიავდება. რაც უფრო ხშირად ჩაიტარებთ ამ პროცედურას, მით მეტად გაღიავდება თქვენი თმა. თუ თმის 3 ტონით გაღიავება გსურთ, ნიღაბში 3 კოვზის ნაცვლად, ჩაყარეთ 4 კოვზი დარიჩინი.
ასევე იხილეთ:
თმის ფრანგული მელირება, ომბრე სახლის პირობებში – ბუნებრივი საშუალებებით
თმის ორი ტონით გაღიავება სახლის პირობებში
სასწრაფო დახმარება წარუმატებლად შეღებილი თმისთვის – 2 ტონით გაღიავება
როგორ შევიღებოთ თმა ეფექტურად სახლის პირობებში?