თმის ორი ტონით გაღიავება სახლის პირობებში - Marao

თმის ორი ტონით გაღიავება სახლის პირობებში

2014-06-13 10:14:34+04:00

ქიმიურის გარდა, არსებობს სახლის პირობებში თმის ბუნებრივი საშუალებებით გაღიავების მეთოდი.

200 გრ გვირილას დაასხით 400 მლ არაყი და ერთი კვირა ბნელ ადგილას გააჩერეთ. ახლა 100 გრ ინას დაასხით 300 მლ ცხელი წყალი და 1-2 საათი ესეც დააყოვნეთ. შემდეგ ინის ნაყენი გაუფილტრავ გვირილის ნაყენში შეურიეთ და 2 კვირით დადგით. შემდეგ გაფილტრეთ.

თმა მიღებული სითხით დაისველეთ, 30-40 წუთის შემდეგ დაიბანეთ შამპუნით. კიდევ უფრო გაღიავებისთვის 2-დან 5 პროცედურამდე მაინც დაგჭირდებათ, რა თქმა უნდა, შუალედების დაცვით.

ასევე იხილეთ:

რა სიხშირით შევიღებოთ თმა?

როგორ შევიღებოთ თმა ეფექტურად სახლის პირობებში?

სასწრაფო დახმარება წარუმატებლად შეღებილი თმისთვის – 2 ტონით გაღიავება