ძმრის გამოყენება არა მხოლოდ კულინარიაში შეგიძლიათ, არამედ ის ხელსაქმეშიც გამოგადგებათ.
აი, რაში შეგვიძლია გამოვიყენოთ ეფექტურად და უსაფრთხოთ ძმარი:
1. საწმენდი და სარეცხი საშუალებების მაგივრად.
მრავალფუნქციურ საშუალებას მარტივად მოამზადებთ: გაავსეთ აეროზოლი 1/3 ძმრისა და 2/3 წყლის ნარევით, დაუმატეთ ცოტაოდენი ჭურჭლის სარეცხი საშუალება და გამწმენდი საშუალება მზად არის.
2. იმისათვის, რომ მოაშოროთ ნადები. ძმრიანი წყალი შესანიშნავად მოაშორებს ნადებს თქვენს ჩაიდანს ან ყავის მადუღარას. ჩაასხით ჭურჭელში ძმრიანი წყალი და ადუღეთ დიდხანს. შემდეგ კი სუფთა წყალში გაავლეთ.
3. თუკი ონკანში წყალი გაიჭედა. თუ ონკანში წყალი არ გადის, აადუღეთ ცოტაოდენი ძმარი, ჩაასხით ის მილში და გააჩერეთ 1- წუთი. შემდეგ ჩაუშვით სუფთა წყალი. თუ პირველ ჯერზე არ უშველა, გაიმეორეთ კიდევ ერთხელ.
4. იმისათვის, რომ არ გაჩნდეს ყინული მაცივარში. როცა მაცივარს გაწმენდთ, საყინულე ძმრიან წყალში დასველებული ჩვრით გაწმინდეთ.
5. საპურედან ობის გაქრობა. ყოველ 1-2 კვირაში გაწმინდეთ ძმრიან წყალში დასველებული ჩვრით საპურე. ასე პურიც აღარ დაგიობდებათ და საპურეც დიდხანს შეინარჩუნებს სისუფთავეს.
6. კვერცხის ხარშვისას. ჩაუმატეთ ცოტაოდენი ძმარი კვერცხის ხარშვისას წყალში და კვერცხი არ გაიბზარება.
7. ფანჯრების წმენდისას. გაწმინდეთ მინები ძმრიანი წყლით, შემდეგ სუფთა წყლით და მშრალი ქსოვილით. ფანჯრები იბზინებს.
8. უსიამოვნო სუნის გაქრობა. ძმარი ნებისმიერ უსიამოვნო სუნს გააქრობს თქვენი ბინიდან. თუ ოთახში დადგამთ ჭურჭელს ძმრიანი წყლით, იქიდან სიგარეტის მძაფრი სუნიც კი გაქრება. ასევე შეგიძლიათ შედგათ მაცივარში და იქიდანაც გააქროთ უსიამოვნო სუნი.
9. ყვავილებისთვის. იმისათვის, რომ ყვავილებმა დიდხანს გაძლოს, ჩაუმატეთ წყლიან ვაზაში ცოტაოდენი ძმარი და შაქარი.
10. ცხიმმიმწვარი ტაფა. თუ ტაფას ან ქვაბს ვერ აშორებთ ჩამჯდარ ცხიმს, ჩაასხით მასში ერთი ჭიქა წყალი და ერთი ჭიქა ძმარი, დადგით ცეცხლზე 5 წუთით, შემდეგ გაავლეთ გამდინარე წყალში.
11. ჟანგის მოსაცილებლად. დაჟანგებულ ლითონის ნივთებს, ისეთებს, როგორებიც არის მაკრატელი და სხვა, მარტივად გააახლებთ ძმრით. ჩააწყვეთ დაჟანგებული ნივთები ძმრიან ჭურჭელში და გააჩერეთ მთელი ღამით. მეორე დღეს გაწმინდეთ სუფთა ჩვრით.
12. ფეხსაცმლიდან უსიამოვნო სუნის გაქრობა. გაწმინდეთ შიგნიდან ძმარში დასველებული ჩვრით.
13. გამშრალი ფლომასტერები. იმისათვის, რომ გამშრალი ფლომასტერები კვლავ გააცოცხლოთ, დაუმატეთ მასში რამდენიმე წვეთი ძმარი.
ნუ შეგაშინებთ ძმრის მძაფრი სუნი, ის ძალიან მალე გაქრება. სამაგიეროდ, დაიცავთ სისუფთავეს შინ და ბევრ პრობლემას მარტივად მოაგვარებთ.
ძმრის ხელსაქმეში გამოყენების ეს და სხვა მეთოდები იხილეთ ვიდეოში
ასევე იხილეთ:
ამის შემდეგ დაფიქრდებით, სანამ ამ ერთი შეხედვით უსარგებლო ნივთს გადააგდებდეთ
ეს პრაქტიკული და მარტივი მეთოდი თქვენი უთოს დამწვარ ზედაპირს მომენტალურად გაასუფთავებს
დაივიწყეთ ქიმიური საშუალებები სახლის დალაგებისას - 10 იაფი, მაგრამ შეუცვლელი საშუალება, რომელიც სამზარეულოში მოგეპოვებათ