"ჩამოწერეთ, რისი მოშორებაც გსურთ, დაწვით ფურცელი და წყალს გააყოლეთ" - ასტროლოგი გვასწავლის, როგორ მოვემზადოთ 5 ივნისის სავსემთვარეობისთვის

"ჩამოწერეთ, რისი მოშორებაც გსურთ, დაწვით ფურცელი და წყალს გააყოლეთ" - ასტროლოგი გვასწავლის, როგორ მოვემზადოთ 5 ივნისის სავსემთვარეობისთვის
ას­ტრო­ლო­გი ქეთი ვა­წა­ძე 5 ივ­ნისს მო­სა­ლოდ­ნელი სავ­სემ­თვა­რე­ო­ბი­სა და მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის შე­სა­ხებ წერს და თვის ზო­გად ას­ტრო­ლო­გი­ურ მი­მო­ხილ­ვა­საც გვთა­ვა­ზობს:

"5 ივ­ნისს, თბი­ლი­სის დრო­ით 23:25 წუთ­ზე, ნა­წი­ლობ­რი­ვი მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა და ასე­ვე, სავ­სემ­თვა­რე­ო­ბაა ტყუ­პე­ბი-მშვილ­დოს­ნის ღერძზე. ეს დაბ­ნე­ლე­ბა ხსნის ე.წ. დაბ­ნე­ლე­ბის დე­რე­ფანს, რო­მე­ლიც 5 ივ­ლისს, ისევ მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბით სრულ­დე­ბა. ამ დაბ­ნე­ლე­ბებს შო­რის, 21 ივ­ნისს, ზუს­ტად ზა­ფხუ­ლის ბუ­ნი­ა­ო­ბა­ზე გვექ­ნე­ბა კი­დევ ერთი, მზის დაბ­ნე­ლე­ბა, რა­ზეც მოგ­ვი­ა­ნე­ბით შე­მოგ­თა­ვა­ზებთ პოსტს. მთლი­ა­ნო­ბა­ში, წელს სულ 6 დაბ­ნე­ლე­ბაა მო­სა­ლოდ­ნე­ლი, რაც იშ­ვი­ა­თო­ბაა და ამი­ტო­მა­ცაა ცოტა უჩ­ვე­უ­ლო, რთუ­ლი
წე­ლია მთლი­ა­ნად სამ­ყა­როს­თვის.

იხილეთ: ივნისის დეტალური ასტროლოგიური პროგნოზი რამაზ გიგაურისგან - "ეს თვე ჩვენი ცხოვრების ახალი ეტაპის საწყისი გახდება"



სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა და, მით უფრო, მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა საკ­მა­ოდ ემო­ცი­უ­რი პე­რი­ო­დია, ვი­ნა­ი­დან უზარ­მა­ზა­რი ენერ­გია მო­დის სამ­ყა­რო­დან, რას­თან გამ­კლა­ვე­ბაც ყვე­ლას არ შე­უძ­ლია. ბევ­რთან ის გა­ღი­ზი­ა­ნე­ბას, ფო­რი­აქს, აგ­რე­სი­ას იწ­ვევს. ამი­ტო­მაც მა­ტუ­ლობს კონ­ფლიქ­ტე­ბის, და­პი­რის­პი­რე­ბე­ბის შემ­თხვე­ვე­ბი. ამ დღე­ებ­ში იყა­ვით თავ­შე­კა­ვე­ბუ­ლი, ნუ ჩა­ებ­მე­ბით კონ­ფლიქ­ტურ სი­ტუ­ა­ცი­ებ­ში, გა­მო­ი­ჩი­ნეთ კე­თილ­გო­ნივ­რუ­ლო­ბა. დაბ­ნე­ლე­ბის გავ­ლე­ნა უშუ­ა­ლოდ დაბ­ნე­ლე­ბის დღემ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ადრე და ასე­ვე, შემ­დე­გაც შე­საძ­ლოა გა­მოვ­ლინ­დეს.

იხილეთ: 5 ივნისიდან 5 ივლისის ჩათვლით, "დაბნელებების დერეფანია" - რა უნდა ვიცოდეთ ამ ერთ თვესთან დაკავშირებით


მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა რა­ღა­ცის დას­რუ­ლე­ბას, ციკ­ლის ამო­წურ­ვას გვი­ქა­დის. ზო­გა­დად, მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბის პე­რი­ოდ­ში კარ­გია ზედ­მე­ტე­ბის­გან, უსარ­გებ­ლოს­გან, დრო­მოჭ­მუ­ლის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა, გა­სუფ­თა­ვე­ბა. ხში­რად მე­კი­თხე­ბი­ან, რა რი­ტუ­ა­ლის გა­კე­თე­ბა სჯობს სავ­სემ­თვა­რე­ო­ბა­ზე. ვი­საც სურ­ვი­ლი აქვს, შე­უძ­ლია ფურ­ცელ­ზე ჩა­მო­წე­როს ის, რაც მისი აზ­რით ხელს უშ­ლის წინსვლა­ში, აღარ მო­აქვს მის­თვის ის სუ­ლი­ე­რი კმა­ყო­ფი­ლე­ბა, რაც ადრე და სურს ამის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა. მთვა­რის დაბ­ნე­ლე­ბა სწო­რედ შე­სა­ფე­რი­სი დროა. ჩა­მო­წე­რეთ, რის­გან გა­თა­ვი­სუფ­ლე­ბა გსურთ (მაგ. მო­წე­ვა, ალ­კოჰო­ლი, ვა­ლე­ბი, დეპ­რე­სია, უიღ­ბლო­ბა და სხვ.) და დაბ­ნე­ლე­ბამ­დე რამ­დე­ნი­მე წუ­თით ადრე გა­ა­კე­თეთ ამ სა­კი­თხებ­ზე კონ­ცენ­ტრა­ცია, გა­აც­ნო­ბი­ე­რეთ, რის­თვის მო­გე­ცათ ესა თუ ის მოვ­ლე­ნა ან სი­ტუ­ა­ცია, გა­და­უ­ხა­დეთ მად­ლო­ბა და გა­უშ­ვით თქვე­ნი ცხოვ­რე­ბი­დან, დაწ­ვით ფურ­ცე­ლი და წყალს გა­ა­ყო­ლეთ. გაგრძელება
FaceBook ბეჭდვა
კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა
loadign_gif

გამოკითხვა
რომელ კატეგორიას ნახულობთ ყველაზე ხშირად?
არქივის კალენდარი
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
2728293031 1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
e87a93