ბარბარა ჰატონის ცხოვრება იდეალურად გამოიყურებოდა, მას ჰქონდა უზარმაზარი ქონება, ღირსეული პოზიცია საზოგადოებაში, სილამაზე და უწყვეტი ყურადღება მამაკაცებისგან. თუმცა, სინამდვილეში მისი ბედი ძალიან ტრაგიკული იყო.
ბარბარა ჰატონი ცნობილი იყო, როგორც ამერიკის ერთ-ერთი ყველაზე მდიდარი ქალი, რომლის მდიდრული და თავისუფალი ცხოვრებას შურდათ როგორც მის ნაცნობებს, ასევე სრულიად უცნობ ადამიანებსაც. მაგრამ ულამაზესი ფასადის მიღმა ძალიან ბნელი და მახინჯი სიმართლე იმალებოდა. ადრეულ ასაკში ბარბარამ განიცადა დედის ტრაგიკული დაკარგვა, რაც მისთვის ნამდვილი დარტყმა იყო, ამას კი წარუმატებელი რომანების სერია და ქორწინება მოჰყვა. ქალმა ტკივილი და მარტოობა ალკოჰოლში და არალეგალურ ნივთიერებებში ჩაახრჩო, რამაც სამწუხარო დასასრულამდე მიიყვანა.
ბარბარა ჰატონი დაიბადა 1912 წლის 14 ნოემბერს ედნა ვულვორტის ოჯახში, სადაც გარშემორტყმული იყო სიმდიდრითა და ფუფუნებით, მაგრამ მისი მშობლები ხშირად ჩხუბობდნენ, რადგან გოგონას მამა დედას ღალატობდა სახლში ძალიან იშვიათად ჩნდებოდა.
როდესაც ბარბარა ხუთი წლის იყო, სახლის ერთ-ერთ ოთახში დედის ცხედარი იპოვა - ედნა ვულვორტმა თავი მოიკლა. გოგონას მამას არ სურდა მასზე აღზრდის პასუხისმგებლობის აღება, ამიტომ ბარბარა ნათესავებთან საცხოვრებლად გადავიდა. როდესაც ბარბარა 12 წლის იყო, ბებია, ჯენი ვულუორთი გარდაიცვალა და გოგონამ მემკვიდრეობით $78 მილიონი მიიღო.
21 წლის ასაკში ბარბარა ჰატონი პირველად დაქორწინდა. მისი მეუღლე იყო ქართველი არისტოკრატი ალექსეი, რომელსაც მხოლოდ ბარბარას ქონება სურდა, რის გამოც წყვილი 2 წლის შემდეგ დაშორდა.
ახალგაზრდა მილიონერის შემდეგი ქმარი იყო გრაფი ჰაინრიხ ებერჰარდ ფონ ჰარდენბერგი, რომელსაც ბარბარას წინა რჩეულის მსგავსად, მისგან მხოლოდ ფული უნდოდა. გარდა ამისა, ის იყო უკიდურესად აგრესიული ადამიანი და ხშირად სცემდა თავის ახალგაზრდა მეუღლეს, რამაც გამოიწვია სერიოზული ფსიქიკური პრობლემები. ქალს აწუხებდა ნერვული ანორექსია და ჰქონდა თვითმკვლელობის რამდენიმე მცდელობა. ამ ქორწინებაში ბარბარას პირველი და ერთადერთი ვაჟი, ლენსი შეეძინა.
განქორწინების შემდეგ, ბარბარა კვლავ ცდილობდა ბედნიერების პოვნას, მაგრამ, სამწუხაროდ, მისი ოცნებები არ ახდა - გოგონა კიდევ ხუთჯერ დაქორწინდა მაგრამ არც ერთმა ქორწინებამ არ გაამართლა მისი მოლოდინები.
ამავდროულად, ბარბარამ არ იცოდა როგორ უნდა ემართა თავისი ქონება, ის რეგულარულად სწირავდა ფულს ქველმოქმედებას. ბოლო ქმართან განქორწინების შემდეგ, ქალბატონ ჰატონს კიდევ რამდენიმე რომანი ჰქონდა, მაგრამ არცერთი მათგანი არ დასრულებულა ქორწინებით და 1972 წელს ბარბარას ცხოვრებაში კიდევ ერთი ტრაგედია მოხდა, რამაც ქალი სრულიად გააგიჟა - ავიაკატასტროფაში გარდაიცვალა მისი ვაჟი ლენსიც.
ვითარება გაუარესდა, როდესაც ბარბარამ ამერიკის მთავრობას შესწირა თითქმის მთელი თავისი ქონება და პრაქტიკულად საარსებო წყაროს გარეშე დარჩა.
ბარბარა ჰატონმა სიცოცხლის ბოლო წლები გაატარა ლოს-ანჯელესის სასტუმროში, სადაც 1979 წელს გულის შეტევით გარდაიცვალა. ჭორების თანახმად, მისი გარდაცვალების დროს ანგარიშზე მხოლოდ 3500 დოლარი იყო.
ელიზაბეტ შორტის საქმე - იდუმალებით მოცული მკვლელობა, რომელიც დღემდე გაუხსენელია