ამ ბიჭს ალექსანდრე ალეხინის დიდება უწინასწარმეტყველეს, მას უწოდებდნენ საოცრებას და პატარა გენიოსს. პიტერს ბრწყინვალე საჭადრაკო კარიერა ჰქონდა, მაგრამ 1978 წლის იანვარში ის უკვალoდ გაუჩინარდა... უინსტონის ბედი დღემდე უცნობია.
18 თვის ასაკში ბიჭმა დამოუკიდებლად ისწავლა ანბანი Encyclopædia Britannica-ს კრებულიდან, ხოლო ექვსი თვის შემდეგ მან შეისწავლა რამდენიმე ცნობილი ტომის ისტორია. 3 წლის ასაკში დაიწყო ორნიშნა ციფრების გონებაში გამრავლება, ხოლო 5 წლისას უკვე შეეძლო ალგებრული ამოცანების ამოხსნა. პირველ კლასში მან მოამზადა ანალიტიკური მოხსენება კლასისთვის ჯონ კენედის მკვლელობის შესახებ.
„მოღრუბლული, დაძაბული გარეგნობის ახალგაზრდა, მუქი ქერა თმით და ყავისფერი თვალებით, დიდი ყურებით, ფართო პირით და რაღაც უცნაური ქცევით, რომელიც მკვეთრად ეწინააღმდეგება როგორც მისი პირის ფორმას, ასევე მის ბავშვურ ხმასაც“, - ასე აღწერდნენ ჟურნალისტები პიტერს.
ჭადრაკის თამაში დამოუკიდებლად ისწავლა, ის უბრალოდ უყურებდა ხოლმე მამას, რომელიც მეგობრებს ხშირად ეთამაშებოდა და 10 წლის ასაკში ქალაქის ჩემპიონატი მოიგო. 1972 წელს მან გამოცდილ დიდოსტატს, აშშ-ს მაშინდელ ჩემპიონს, უოლტერ შონ ბრაუნის მოუგო.
10 წლის ასაკში, მამის გარდაცვალებიდან ერთი წლის შემდეგ, პიტერს დაუსვეს დიაგნოზი "დეპერსონალიზაცია" - პიროვნების თვითაღქმის დარღვევა. ამასთან ერთად ჰქონდა მარტოობისა და მელანქოლიის განცდა, ამ მდგომარეობიდან გამოსასვლელად ახალგაზრდა გენიოსმა ნარკოტიკების მოხმარება დაიწყო.
პიტერი დეპრესიაში ჩავარდა, იმდენად ცუდად იყო რომ ის საავადმყოფოში მოათავსეს. საავადმყოფოში მოჭადრაკეს შიზოფრენიის დიაგნოზი დაუსვეს და ნეიროლეპტიკების მაღალი დოზები დაუნიშნეს.
1977 წლის ჭადრაკის ჩემპიონატში პიტერმა ცხრა პარტია წააგო, რაც დაუჯერებელი იყო მისი დონის მოთამაშისთვის. პიტერს კვლავ დასჭირდა ექიმების დახმარება.
ამ დღეებში ქალაქში წარმოუდგენელი ქარბუქი ატყდა, რომელიც ისტორიაში შევიდა, როგორც 1978 წლის დიდი ქარბუქი. რამდენიმე ათეული ადამიანი გახდა კატაკლიზმის მსხვერპლი, მათი უმეტესობა უსახლკარო იყო. ისინი მუნიციპალურმა სამსახურებმა შეაგროვეს და იდენტიფიკაციის გარეშე დაკრძალეს.
არსებობს ვერსია, რომ პიტერი სწორედ ამ უსახლკაროებს შორის იყო და რადგან მას არ ჰქონდა სოციალური დაცვის ბარათი, ის დაკრძალეს, როგორც უცნობი. სხვა ვერსიით, ბიჭი გადარჩა, მაგრამ ფსიქიატრიულ საავადმყოფოში აღმოჩნდა, მეხსიერება დაკარგა, ახლაც ცოცხლობს და არ იცის, რომ ის ცნობილი "დაკარგული" მოჭადრაკეა.