არ არის საჭირო იმაზე ზედმეტი საუბარი, რომ დილის ვარჯიშები აწესრიგებს კუნთებსა და სახსრებს, ეს ისედაც გასაგებია. მაგრამ ის ფაქტი, რომ დილის ვარჯიშები ხელს უწყობს ემოციების დაბალანსებას, დაძაბულობისა და სტრესის შემცირებას, აუცილებლად სათქმელია. ამავდროულად, დილის ვარჯიშების კომპლექსი საკმაოდ მარტივია და დიდ დროს არ წაგართმევთ, რაც იდეალურია დღის დასაწყებად.
დილის ვარჯიშებისთვის სავარჯიშოების ნაკრები ჩვეულებრივ იყოფა გახურებად (დაახლოებით 5 წუთი), ძირითად ნაწილად (5-10 წუთი) და გაჭიმვის ვარჯიშებად (დაახლოებით კიდევ ხუთი წუთი).
დილის ვარჯიშების ნებისმიერი კომპლექსი რეგულარულად უნდა განზავდეს ახალი ვარჯიშებით. მაგალითად, ერთ დღეს აკეთებთ ვარჯიშებს ფეხების კუნთების გასაძლიერებლად, მეორე დღეს კი - პრესისთვის და ა.შ.
დილის ვარჯიშების კომპლექსში მთავარია ვარჯიშების ინტენსივობის, ამპლიტუდის, ტემპისა და გამეორებების რაოდენობაზე დაკვირვება. თითოეული ვარჯიში უნდა შესრულდეს 6-10 ჯერ, თითოეულ მათგანს შორის დაახლოებით ნახევარი წუთის შესვენებით.
დილის ვარჯიშები ჯერ კიდევ საწოლში წოლისას შეგიძლიათ დაიწყოთ. ამისათვის დაიწყეთ გაჭიმვა ყველა მიმართულებით, მოხარეთ ყველა სახსარი სხვადასხვა მიმართულებით, ამოძრავეთ თითები და ასწიეთ ფეხები მაღლა, ჯერ თითო, შემდეგ ორივე 5-ჯერ.
აუცილებელია დილის ვარჯიშების შესრულება თანაბარი და რიტმული სუნთქვით და ხანგრძლივი ამოსუნთქვით. ვარჯიშების ამპლიტუდა, ინტენსივობა და ტემპი თანდათან უნდა გაიზარდოს ისე, რომ კუნთები გონს მოვიდნენ ხანგრძლივი ძილის შემდეგ.
დადექით კედელთან ან კარადასთან, დაეყრდენით მას ხელებით, ჩაჯექით ცოტათი, დაიწყეთ მუხლების და მენჯის ძვლის შებრუნება ჯერ მარჯვნივ, შემდეგ მარცხნივ, 15-20-ჯერ;
გაშალეთ ფეხები ერთმანეთისგან რაც შეიძლება შორს, დაიწყეთ ტანის მოტრიალება მარჯვნივ და მარცხნივ;
დილის ვარჯიშების კომპლექსი არ არის რაღაც ზებუნებრივი და რთული. მთავარია დილის ვარჯიშების ასეთი ან მსგავსი კომპლექსი რეგულარულად შეასრულოთ და არ იზარმაცოთ.

ვერ წარმოიდგენდით, რომ მუცლის ცხიმის მოშორება ასეთი მარტივია - 10-წუთიანი ვარჯიში იდეალური სხეულისთვის
3 ეფექტური ვარჯიში, რომლის შესრულებასაც სახლშიც მარტივად შეძლებთ
ფეხების გასახდომი უმარტივესი და ძალიან ეფექტური ვარჯიშები - მოემზადეთ ზაფხულის სეზონისთვის