ეფექტური იაპონური დიეტა – 2 კვირაში მინუს 8 კილოგრამი! - Marao

ეფექტური იაპონური დიეტა – 2 კვირაში მინუს 8 კილოგრამი!

2018-07-23 12:06:56+04:00

ამ დიეტას იცავთ 2 კვირის განმავლობაში და იკლებთ 8 კილოგრამს! ამ ხნის განმავლობაში წესრიგდება ნივთიერებათა ცვლა იმდენად, რომ სპეციალისტების რჩევით, მისი გამეორება რეკომენდებულია მხოლოდ 2-3 წელიწადში ერთხელ.

დიეტის ხანგრძლივობის გაზრდა კატეგორიულად არ შეიძლება – ამან შესაძლოა სერიოზული ზიანი მიაყენოს თქვენს ორგანიზმს და პირიქით – დაგირღვიოთ ნივთიერებათა ცვლა.

მაშ ასე, კლასიკური იაპონური დიეტა:

300-400 გრ ბრინჯი;

150-250 გრ ხილი;

დაახლოებით 300 გრ ბოსტნეული;

120 გრ თევზი;

100 გრ რძე;

დაახლოებით 60 გრ პარკოსნები;

1 კვერცხი.

ეს გახლავთ იმ პროდუქტების ჩამონათვალი, რომელსაც იღებთ დღის განმავლობაში.

დიეტის დროს რაციონიდან ამოღებულია შაქარი, მარილი, ალკოჰოლი, საკონდიტრო ნაწარმი და პურ-ფუნთუშეული. აუცილებელია დღეში მინიმუმ 1,5 ლიტრი სუფთა ან მინერალური წყლის მიღება და ზემოთ მოცემული პროდუქტებიდან უკლებლივ ყველაფრის გამოყენება.

ასევე იხილეთ:

უნიკალური იაპონური დიეტა: 2 კვირაში მინუს 7-8 კილოგრამი

რას შეიცავს აბები, რომელთაც იაპონელები გასახდომად სვამენ

ეფექტიანი იაპონური დიეტა