ზაფხული შესანიშნავი დროა ახალი აღმოჩენებისა და კარგი ჩვევების საპოვნელად. თუ ჯერ ვერ მოახერხეთ სწორი კვების დაწყება, ვარჯიში და დროულად დაძინება, მაშინ ახლა სწორედ ის დროა, რომ საკუთარ რუტინაზე ფიქრი უფრო აქტიურად დაიწყოთ.
ჯანსაღი კვების ZOGigay ონლაინ აკადემიის დამფუძნებელი და ანტი-ასაკობრივი სამზარეულოს მასტერკლასების ავტორი, მოგვითხრობს "გამაახალგაზრდავებელი" დიეტის ყველა საიდუმლოებაზე.
1. სიახლე
გულუხვად დაამატეთ ახალი ბოსტნეული, ხილი, კენკრა, სალათის ფოთლები და მწვანილი თქვენს კვების რაციონში
2. ბუნებრივი
უთხარით "არა" ნახევარფაბრიკატებს! ისინი, როგორც წესი, საეჭვო ხარისხისაა და ყოველთვის შეიცავენ დიდი რაოდენობით შაქარს. შეეცადეთ ყველაფერი თავად მოამზადოთ.
3. სარგებელი
შეამცირეთ თქვენს დიეტაში 3 რამ: გლუტენი, ლაქტოზა და რაფინირებული შაქარი.სარკეში პირველ ცვლილებებს ერთ კვირაში შეამჩნევთ.
4. სიმარტივე
მოძებნეთ მარტივი რეცეპტები, რომლებსაც დროს და ენერგიას სიამოვნებით დაუთმობთ.
5. გემო
შეავსეთ კერძები სხვადასხვა სანელებლებით: კუმინი, კურკუმა, მუსკატის კაკალი და დარიჩინი. ასევე, შექმენით ნათელი გემოები ახალი მწვანილის დახმარებით.
6. ბულიონი
ბულიონი წინასწარ მოხარშეთ და გაყინეთ, მოამზადეთ პაშტეტი, გამოაცხვეთ ბოსტნეული, მოასხით ქათამს ან ღვიძლს.
7. მრავალფეროვნება
რაც უფრო მეტი საკვები, კომბინაციები და გემო იქნება თქვენს დიეტაში, რაც უფრო მდიდარი იქნება ის ვიტამინებითა და მინერალებით, მით უფრო დიდი იქნება სარგებელიც. განსაკუთრებით გირჩევთ ყურადღება მიაქციოთ ბოჭკოს. ყოველკვირეულ დიეტაში უნდა იყოს მინიმუმ 30 სახეობის მცენარეული დანამატი. მეცნიერულად დამტკიცებულია, რომ ასეთი დიეტის მქონე ადამიანები უფრო დიდხანს ცოცხლობენ და ნაკლებად მგრძნობიარენი არიან ინფექციების მიმართ.
ინოვაციური მეთოდი, როგორ დავიკლოთ წონაში - მარტივი და ჯანსაღი რჩევები
ამ 5 პროდუქტის საუზმეზე მირთმევით წონაში ჩვეულებრივზე ორჯერ უფრო სწრაფად დაიკლებთ!
3 მარტივი წესი მათთვის, ვისაც წონაში კლება სურს - გარანტირებული შედეგი!