- ძვირფასო, რა გავაკეთო სადილად? გინდა, თევზს შევწვამ და ბრინჯს მოვხარშავ გარნირად?
- .... (სიჩუმე)
- თუ სალათა გავაკეთო სოკოთი? რას ფიქრობ?
- ... (სიჩუმე)
- მაშინ თევზს შევწვამ!
- ... (სიჩუმე)
- ამოიღე ხმა, თორე წამოვიდა ტაფა თავში!!!!
- ჰა? - რამე მითხარი?....
ცოლ-ქმრის ურთიერთობის სტანდარტული მოდელი. ყველა მამაკაცი იმას ამტკიცებს, რომ ქალების გაგება შეუძლებელია და თურმე, ჩვენ თვითონ არ ვიცით, რა გვინდა სინამდვილეში. მოდით ამ საკითხს მეორე მხრიდან შევხედოთ. ჩვენთვის ადვილია მამაკაცების გაგება? მამაკაცებმა თუ იციან, თავად რა სურთ? მე შევეცდები პასუხი გავცე ამ კითხვებს და მიმოვიხილო, თუ როგორ აფასებენ ქალებს უმეტეს შემთხვევებში მამაკაცები. მაშ, ასე! თუ შენ:
- სინაზეს ამჟღავნებ მასთან მიმართებაში, - სასაცილო ხარ. თუ მკაცრად ექცევი - უგრძნობი.
თუ არ იყენებ კოსმეტიკას - ყურადღებას არავინ გაქცევს. თუ იყენებ, - იმისთვის, რომ სხვებს ეფლირტავო.
თუ ის ხარჯავს ფულს - ე.ი. იყენებ. თუ შენ ხარჯავ - ის თავს დამცირებულად გრძნობს.
თუ მასთან გძინავს, - მეძავი ხარ. თუ არა - გოიმი ქალიშვილი.
თუ ის სამსახურში დააწინაურეს - ეს მისი შესაძლებლობებისა და მიღწევების გამო მოხდა. თუ შენ დაგაწინაურეს, - ე.ი. უფროსთან იწექი.
თუ ის სხვა ქალებს უყურებს, - ეს კაცების ბუნებაა. ხოლო, თუ შენ შეხედავ სხვა კაცს, - მოღალატე ხარ.
თუ კაცი 30 წლის ასაკში ჯერ კიდევ არ არის დაქორწინებული, მან თავისუფლების ფასი იცის. ხოლო, თუ შენ არ ხარ გათხოვილი 30 წლის ასაკში - "შენი მატარებელი უკვე წავიდა".
თუ ცუდ ხასიათზე ხარ, - ნევროზიანი ისტერიჩკა ხარ. თუ ის არიას ცუდ ხასიათზე, - საწყალი! შენ მას საერთოდ ვერ უგებ.
თუ ის გღალატობს და მაინც მასთან რჩები - სრული იდიოტი ხარ. თუ გაშორდები - მაშინ ჯიუტი და შეუბრალებელი.
თუ საყვარელი ყავს, ეს იმიტომ, რომ სახლში ვერ იღებს იმას, რაც სჭირდება. თუ შენ გყავს საყვარელი, - "გათახსირებული ბოზი" ხარ.
თუ შენ მას არ ელოდები საღამოობით, არ ანებივრებ, არ უმზადებ საჭმელს, არ გაქვს წესრიგში მისი ტანსაცმელი - უსაქმური ხარ. ხოლო, თუ ამ ყველაფერს აკეთებ - ის სხვასთან მიდის.
ახლა მიმოვიხილოთ მამაკაცების რამდენიმე "საფირმო" ფრაზა, რომელიც ყველაზე მეტად აღიზიანებს ქალებს:
1. "ვნახოთ".
ეს ფრაზა გვესმის, როდესაც ჩვენს პარტნიორს არ მოსწონს სადმე წასვლის ან რაიმეს გაკეთების პერსპექტივა. უარს ვერ ამბობს, რადგან მოსალოდნელ სკანდალს ერიდება. ამიტომ მოკრძალებულ შუალედს იჭერს - "ვნახოთ".
2. "მე რავიცი"
ეს გახლავთ საუკეთესო გამოსავალი პირდაპირი პასუხის თავიდან ასაცილებლად. – "რა გინდა ვახშმად?" – "მე რავიცი!" "სად წავიდეთ დასასვენებლად?" – "მე რავიცი", "ბავშმა ჭამა?" – "მე რავიცი", "სად არის შენი პასპორტი? – "მე რავიცი", "რა ვუყიდოთ დაბადების დღეზე საჩუქრად დედაშენს?" – "მე რავიცი"
3. "დედაჩემი ამას სხვანაირად აკეთებს"
ფრაზა, რომელიც მომენტალურად მიგიყვანთ განრისხებამდე. მთელი დღე სახლის საქმეს გადაჰყევით, რამდენიმე საათი გაზქურასთან გაატარეთ და თურმე, დედამისი ამას სხვანაირად აკეთებს...
4. "ახლავე"
უნივერსალური მამაკაცური პასუხი თქვენს ნებისმიერ თხოვნაზე. ხშირად ამ ფრაზას ისინი ბოროტად იყენებენ და ვერ ხვდებიან, რომ მათი "ახლავე" განუსაზღვრელი ვადით გრძელდება.
5. "ეგ შენ არასოდეს გითქვამს ჩემთვის"
ხანდახან მამაკაცებს ავიწყდებათ თავისი დაპირებები. თავის დაძვრენის საუკეთესო საშუალება გახლავთ ფრაზა: - "ეგ შენ არასოდეს გითქვამს ჩემთვის". ან ამ ფრაზის სინონიმები: – "პირველად მესმის", "როდის მითხარი?" "მსგავსი არაფერი მახსოვს" და სხვ...
6. "OK!"
არაფერი ისე არ აღიზიანებს ქალს, როგორც ამ ორი ასოსგან შემდგარი მიღებული პასუხი, თავის გრძელ გზავნილზე, რომელშიც მან ყველაფერი ჩააქსოვა. აქვე დავამატებდი "მდაას". როდესაც მისი აზრი გაინტერესებს, ის კი ინდიფერენტული გამომეტყველებით გეუბნება - "მდაა..." მოდი ახლა და გაიგე, მოსწონს, არ მოსწონს. გეთანხმება, არ გეთანხმება...
დასჯის ხერხები:
თუ მან მთელ ოთახში თავისი წინდები დაყარა, ადექი და სამზარეულოს იატაკზე ბორში მოასხი.
თუ ის სექსის მერე გადაბრუნდა და ხვრინვა დაიწყო, შენ სექსის დროს იხვრინე.
თუ შენს ქმარს არ მოსწონს შენი სამსახური, მაშინ სტრიპტიზიორად მოეწყვე. ეს ყველა კაცს მოსწონს.
თუ ის გამუდმებით შენს პატარა ნაკლოვანებებს ამჩნევს, შენც ნუღარ შემაჩნევ მის პატარა ღირსებებს.
თუ ის არ დგება დივანიდან, შენც არ გამოხვიდეთ ტუალეტიდან. ვნახოთ, ვინ უფრო მალე დაყრის ფარ-ხმალს.
თუ ის ხანდახან მაინც არ გეხმარება ჭურჭლის დარეცხვაში, ვაშლით გამოკვებე.
თუ სახლის საქმეებშიც არ გეხმარება, ნურც შენ დაეხმარები მას საწოლში.
თუ არ იცვამს შენს ნაჩუქარ გულებიან სტრინგს, მაშინ მოუყევი მეგობრებს, რომ მას გულებიანი სტრინგი აქვს.
დაქალის ბლოგი
ჟურნალი "... და ქალი" (ივლისის ნომერი)
ასევე იხილეთ:
დაქალის ბლოგი: როცა ცოლი მივლინებაშია - მამაკაცის დღიურიდან
დაქალის ბლოგი - წინასაქორწინო რჩევები