მოდელი და ტელეწამყვანი მარიამ სანოგო სოციალურ ქსელში დიდი პოპულარობით სარგებლობს. ის ეგზოტიკური და განსხვავებული ვიზუალის გამო ხშირად ექცევა საზოგადოების ყურადღების ცენტრში.
„5 წლის ვიყავი, როცა პირველად თაკო ჩხეიძის სამოდელო სააგენტოში დავიწყე სიარული. დაახლოებით სამი თვის შემდეგ გაიმართა მოდის კვირეული, სადაც ჩემი გაყვანა გადაწყვიტეს. სიმართლე გითხრათ, გამიკვირდა და გამიხარდა. აქედან დაიწყო ჩემი სამოდელო კარიერა”, - ამბობდა მარიამი.
დღეს მას „ინსტაგრამზე“ 65 000-ზე მეტი გამომწერი ჰყავს, რომლებსაც ხშირად უზიარებს როგორც პირად, ისე ოჯახურ ფოტოებს და სასარგებლო რჩევებსაც აძლევს.
2018 წელს სოციალურ ქსელში გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოდელი დაინიშნა. მან რჩეულთან ერთად გადაღებული ფოტო, წარწერით „I said yes” გამოაქვეყნა. მარიამის მეუღლე გიორგი ლაშქარაძეა და წყვილს ერთი შვილი, ზუკა ჰყავს.
ამჯერად მარიამი ქმართან ერთად გადაღებულ ფოტოებს აუზიდან აქვეყნებს და მას დაბადების დღეს ულოცავს.
"ზუკა, 3 წლის" - როგორ აღნიშნა მარიამ სანოგომ შვილის იუბილე - მოდელის ოჯახური კადრები
„საუკეთესო მამის სტატუსს მამაჩემს ვერ მივანიჭებ, 3 წლის ვიყავი, როცა აფრიკაში წავიდა და კონტაქტი მხოლოდ ტელეფონით გვაქვს... როგორც ადამიანმა, შეიძლება ვაპატიო რაღაცები, მაგრამ როგორც მშობელმა - ვერა“ - მარიამ სანოგო
მარიამ სანოგოს განსხვავებული იმიჯი და ახალი ფოტოები ოჯახთან