ბოლო რამდენიმე წელია ამერიკაში აბორტის საკითხი ყველაზე აქტუალური თემაა. რამდენიმე კვირის განმავლობაში ამერიკელები სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებას ელოდნენ, რომელიც მათთვის იმდენად მიუღებელი აღმოჩნდა, რომ განაჩენის გამოცხადებიდან რამდენიმე საათის შემდეგ ქვეყანაში უკვე მასობრივი საპროტესტო აქციები მიმდინარეობდა.
50-წლიანი ხმაურიანი განხილვის შემდეგ ამერიკაში აბორტი აიკრძალა, თუმცა სასამართლომ ცალკეულ შტატებს კანონის მიღების ან უარყოფის უფლება დაუტოვა. ხალხი უზენაესი სასამართლოს დარბაზის წინ გადაწყვეტილების სასწრაფოდ შეცვლას ითხოვს.
ახალ ამბავს ამერიკელი ვარსკვლავების სრული უმრავლესობა გამოეხმაურა. სქესის და ასაკის მიუხედავად, ისინი აცხადებენ, რომ აბორტი მხოლოდ ქალის გადაწყვეტილებაა და მისი აკრძალვის უფლება არავის აქვს.
გადაწყვეტილების გამოცხადების შემდეგ ქალებმა აქტიურად დაიწყეს საკუთარ ისტორიებზე საუბარი. ისინი ამბობენ, რომ რაიმეს აკრძალვის ნაცვლად სახელმწიფო ბავშვების სოციალური პირობებით უზრუნველყოფაზე უნდა ზრუნავდეს.
ამას გარდა, მსახიობები, მომღერლები, მოდელები და სხვა ცნობილი ადამიანები სოციალურ ქსელებში საუბრობენ იმაზეც, რომ აკრძალვა აბორტის რაოდენობას არ შეცვლის, თუმცა ახალგაზრდა გოგონები და ქალები მას ისეთ პირობებში გაიკეთებენ, სადაც მათ სიცოცხლეს საფრთხე დაემუქრება.
„ჩემი სხეული ჩემი არჩევანია“, - ეს არის სლოგანი, რომელსაც ამერიკელები ახალი კანონის წინააღმდეგ იყენებენ.

ბრიტანეთის მოქალაქეები მონარქიის გაუქმების მოთხოვნით საპროტესტო აქციებს აწყობენ
„აქ წერია იმ ქალების სახელები, რომლებიც ქმრებმა დახოცეს“ - კანის ფესტივალზე" 12 დემონსტრანტი ძალადობის მსხვერპლი ქალების დაცვის მოთხოვნით შეიჭრნენ
„ქალებს არ აქვთ უფლება, ატარონ მჭიდრო ტანსაცმელი, შეიღებონ თმა… აიკრძალა ფრჩხილებისა და წამწამების დაგრძელებაც“ - თურქმენეთში ქალებისთვის ახალი წესები ამოქმედდა