დედოფალ ელისაბედ II-ის თვალისმომჭრელი ტიარების კოლექცია: რუსეთიდან ფარულად გამოტანილი ალმასის დიადემიდან საგვარეულო რელიქვიამდე - Marao

დედოფალ ელისაბედ II-ის თვალისმომჭრელი ტიარების კოლექცია: რუსეთიდან ფარულად გამოტანილი ალმასის დიადემიდან საგვარეულო რელიქვიამდე

2026-06-23 16:36:01+04:00

როდესაც დედოფალ ელისაბედს წარმოვიდგენთ, მაშინვე საუკეთესო კაბითა და ერთ-ერთი მოციმციმე ტიარით წარმოგვიდგება. მიუხედავად იმისა, რომ დედოფალი მათ ხშირად არ ატარებდა, ეს სამკაულები მისი სტატუსის სამეფო დიდებულებას განასახიერებდა. ბევრი მათგანი მემკვიდრეობით ბებიისგან, დედოფალ მერისგან ერგო, რომელიც ძვირფასეულობისადმი განსაკუთრებული სიყვარულით იყო ცნობილი.

იმპერიული სახელმწიფო გვირგვინი

ეს არ არის უბრალო სამკაული, ეს მონარქიის სიმბოლოა. ტრადიციულად, დედოფალი მას პარლამენტის სახელმწიფო გახსნის ცერემონიაზე ატარებდა. გვირგვინი თითქმის 3,000 ალმასითა და ასობით სხვა ძვირფასი ქვითაა შემკული. მისი წონა დაახლოებით ერთ კილოგრამს აღწევს, რის გამოც ხანდაზმულ ასაკში დედოფლისთვის მისი ტარება ფიზიკურად რთული გახდა - ბოლო წლებში ცერემონიაზე გვირგვინი სპეციალური ბალიშით ლორდ-კამერგერს მიჰქონდა.

samepo-gvirgvini

  • ავსტრალიელი „კონკია“ გვირგვინით: როგორ შეცვალა უბრალო გოგონას ცხოვრება შემთხვევითმა შეხვედრამ 

დიდი მთავრის, ვლადიმერის ტიარა

ამ ტიარას ნამდვილი ჯაშუშური ისტორია აქვს. იგი 1874 წელს რუსეთში დამზადდა, ხოლო 1917 წლის რევოლუციის დროს ორმა ბრიტანელმა მეგობარმა მსახურებად შენიღბულებმა ფარულად გამოიტანეს ქვეყნიდან. მოგვიანებით იგი დედოფალმა მერიმ შეიძინა. მისი უნიკალურობა იმაში მდგომარეობს, რომ მფლობელს შეუძლია შეცვალოს მისი ქვები - დაამაგროს მარგალიტები, ზურმუხტები ან სულაც "შიშველი" ალმასის თაღებით დატოვოს.

samepo-gvirgvini

ბირმული ლალის ტიარა

ეს სამკაული დედოფლისთვის ემოციურად ძალიან ძვირფასი იყო, რადგან მიანმარის (ბირმის) ხალხის მიერ ნაჩუქარი 98 ლალისგან დაამზადებინა. ბირმულ კულტურაში სჯერათ, რომ ლალი ადამიანს ბოროტებისგან იცავს. საინტერესოა, რომ ელისაბედ II-მ სწორედ ეს ტიარა მოირგო დონალდ ტრამპის ვიზიტისას, რამაც საზოგადოებაში ბევრი მრავალმნიშვნელოვანი მინიშნება გააჩინა.

samepo-gvirgvini

  • ოლიმპიური ჩემპიონის გზა პრინცესობამდე და სტუმრობა საქართველოში: მონაკოს პრინცესა შარლენის განსაკუთრებული ზღაპარი 

"დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის გოგონების“ ტიარა

ეს არის სამკაული, რომელსაც სამეფო ოჯახში სიყვარულით „ბებიის ტიარას“ ეძახიან. იგი დედოფალ მერის ფრეილინებმა აჩუქეს ქორწილში. ელისაბედ II-ს ეს ნივთი იმდენად უყვარდა, რომ მას ყველაზე ხშირად ატარებდა და ბრიტანულ ბანკნოტებზეც სწორედ ამ ტიარითაა გამოსახული.

samepo-gvirgvini

დედოფალ მერის „ფრინჯ“ (ფოჩებიანი) ტიარა

ეს ტიარა ნამდვილი ოჯახური რელიკვიაა, რომელიც სამმა თაობამ გამოიყენა ქორწილში: თავად ელისაბედმა, პრინცესა ანამ და ბოლოს პრინცესა ბეატრისმა. ცნობილი ფაქტია, რომ ელისაბედის ქორწილის დღეს ტიარა მოულოდნელად გატყდა და იუველირებმა მისი აღდგენა ცერემონიამდე რამდენიმე საათით ადრე მოასწრეს.

samepo-gvirgvini

კემბრიჯის "სიყვარულის კვანძი"

ალბათ ყველაზე ცნობილი ტიარა მსოფლიოში, რომელიც პრინცესა დაიანასთან ასოცირდება. იგი 19 ბაროკოს მარგალიტისგან შედგება. დაიანამ ის განქორწინების შემდეგ დედოფალს დაუბრუნა, დღეს კი მას უელსის პრინცესა, ქეთრინი დიდი სიამაყით ატარებს.

samepo-gvirgvini

  • ჟურნალისტი, უბრალო ოჯახის შვილი, რომელიც სიყვარულმა სამეფო ტახტამდე მიიყვანა - ესპანეთის დედოფალი ლეტიცია 

დედოფალ მერის "ბანდო" ტიარა

ეს ტიარა საზოგადოებამ 60-წლიანი პაუზის შემდეგ იხილა, როდესაც მეგან მარკლმა იგი პრინც ჰარისთან ქორწილის დღეს მოირგო. არ-დეკოს სტილის ეს ნატიფი ნივთი ცენტრალური ბროშის გარშემო აგებული 11 სექციისგან შედგება.

samepo-gvirgvini

კარტიეს „ჰალო“ (შარავანდედისები) ტიარა

ეს სამკაული ელისაბედმა მე-18 დაბადების დღეზე მიიღო. მიუხედავად იმისა, რომ თავად საზოგადოებაში არასდროს გაუკეთებია, მას ხშირად ათხოვებდა თავის დასა და ქალიშვილს. სწორედ ეს ტიარა ამშვენებდა ქეით მიდლტონს 2011 წლის ისტორიულ ქორწილში.

samepo-gvirgvini