პოდკასტის Beauty Talks სტუმარი მომღერალი ნატალია ქუთათელაძე იყო, სადაც მან ლეგენდარული ბებიის, ნანი ბრეგვაძის სილამაზისა და თავის მოვლის საიდუმლოებების შესახებ ისაუბრა:
- ნანი ძალიან დიდი შეგნებისა და კულტურის ადამიანია.
ასმაგად იმიტომ მაქვს მის მიმართ პატივისცემა, რომ ასეთი ჩვევებით არავინ იბადება, ყველაფერი თვითონ ისწავლა, ყველაფრისთვის ბევრი იშრომა და თავისი თავისგან იდეალურთან მიახლოებული ვერსია შექმნა - ვარცხნილობით, მაკიაჟით, ჩაცმულობით. თქვენ არ წარმოგიდგენიათ, სარკესთან რამდენ ხანს ატარებს, რომ ისეთი დეტალები დამალოს, რომლებსაც ვერავინ მიხვდება. ალბათ, მერე ყველას ამიტომაც უფრო მოსწონს - იმიტომ, რომ იმ რაღაც ნაკლებს იდეალურად მალავს. იცით, რამდენი ქინძისთავი აქვს ტანსაცმელში შერჭობილი?

ნატალია ქუთათელაძე ქართველი მეცო-სოპრანოა. ის ცნობილი ქართველი მომღერლების, ნანი ბრეგვაძის შვილიშვილი და ეკა მამალაძის შვილია. ნატალიამ განათლება თბილისის სახელმწიფო კონსერვატორიაში მიიღო. თბილისის ოპერისა და ბალეტის თეატრში მან შეასრულა მერსედესის პარტია ბიზეს ოპერაში "კარმენი" და მარსელინას როლი მოცარტის ოპერაში "ფიგაროს ქორწინება".
2015 წელს იგი საცხოვრებლად ნიუ-იორკში გადავიდა, სადაც სწავლა ჯულიარდის სკოლაში (Juilliard School), ედით ვინსთან განაგრძო. ჯულიარდში სწავლისას მან შეასრულა პარტიები:
საერთაშორისო კარიერა2018–2019 წლებში ქუთათელაძე ბავარიის სახელმწიფო ოპერის ახალგაზრდა შემსრულებელთა სტუდიის წევრი იყო. იქ მან სხვადასხვა როლებთან ერთად შეასრულა ფლორა ბერვუას პარტია ვერდის "ტრავიატაში" და ფრედერიკი თომას ოპერაში "მინიონი".
2020 წელს, ბარსელონაში, "ლიცეუს" თეატრში გამართულ ტენორ ვინიასის (Tenor Viñas) სახელობის კონკურსზე ნატალიამ მეორე პრიზი მოიპოვა. კონკურსზე მან შეასრულა არია "Fia dunque vero; O mio Fernando" დონიცეტის ოპერიდან "ფავორიტი".
2021 წელს მან ბავარიის სახელმწიფო ოპერის დადგმაში, პუჩინის ოპერაში "დაიკო ანჟელიკა", დამწყებთა ზედამხედველის (Mistress of the Novices) პარტია იმღერა.

ნატალია ქუთათელაძე რამდენიმე წელია დაოჯახებულია, მისი რჩეული აჩიკო ჯაფარიძეა. მათ საიდუმლოდ იქორწინეს და ერთად გერმანიაში ცხოვრობდნენ, თუმცა მოგვიანებით სამშობლოში დაბრუნდნენ. მათ ერთი შვილი, სანდრო ჰყავთ.
როგორც ცნობილია, აჩიკოსთვის ეს პირველი ქორწინება არ არის და წინა ქორწინებიდან მას სამი შვილი ჰყავს.
„მე და აჩიკო ოჯახებით, ყველა მხრიდან ერთმანეთთან დაკავშირებული ვართ. არ მახსოვს, როგორ გავიცანი. შემდეგ, როცა ჩვენი ურთიერთობა ასეთი აშკარა გახდა, ძალიან დაძაბული და ბევრი არასასიამოვნო მოვლენა შლეიფად მოგვყვებოდა, მაგალითად, არჩილის ოჯახის დანგრევა. მას პირველი ქორწინებიდან სამი შვილი ჰყავს, რომლებიც ძალიან მნიშვნელოვანი ადამიანები არიან დღეს ჩემს ცხოვრებაში. ესეც ალბათ რაღაც პასუხისმგებლობაა, რომელიც ალბათ მთელი ცხოვრება გამყვება, სწორედ ამ ბავშვებთან მიმართებით, იმიტომ, რომ ძალიან დაუმსახურებლად ეტკინათ და ამაში ჩემი ხელი, რა თქმა უნდა, ურევია”, - ამბობდა ნატალია ქუთათელაძე.
ნატალია ქუთათელაძესა და აჩიკო ნიჟარაძეს ერთი შვილი, სანდრო ჯაფარიძე ჰყავთ.