პენელოპე კრუსის სამი შავი კაბა - ესპანელმა ვარსკვლავმა კანის კინოფესტივალი დაიპყრო - Marao

პენელოპე კრუსის სამი შავი კაბა - ესპანელმა ვარსკვლავმა კანის კინოფესტივალი დაიპყრო

2026-05-22 14:53:17+04:00

პენელოპე კრუსმა კანის კინოფესტივალი კიდევ ერთხელ დაიპყრო! ამჯერად იგი თავისი მეგობარი რეჟისორების, "ლოს ხავისის" ახალი ფილმის - "შავი ბურთის" პრემიერაზე ჩავიდა. ფილმს ისეთი წარმატება ხვდა წილად, რომ ჩვენების შემდეგ მაყურებელი 20 წუთის განმავლობაში ფეხზე წამომდგარი უკრავდა ტაშს.

თუმცა, კინოსთან ერთად, ყველას ყურადღება პენელოპეს ჩაცმულობამ მიიპყრო. მსახიობმა ერთგვარი, შავი მანიფესტი მოაწყო და დაამტკიცა, რომ ეს ფერი არასოდეს გადადის მოდიდან. გთავაზობთ მის სამ დაუვიწყარ იმიჯს.

  • გერმანელი ვარსკვლავი ქართველი დიზაინერის კაბაში - დაიან კრუგერის ვარსკვლავური გამოჩენა დევიდ კომას კაბით 

20-იანი წლების რეტრო-შიკი

დიზაინი, რომელიც პენელოპემ ჟურნალისტებთან შეხვედრისთვის შეარჩია, აღებულია Crucero 2027 კოლექციიდან, რომელიც მაისის დასაწყისში ბიარიცში იქნა წარდგენილი. სწორედ იქ, და არა პარიზში, 1915 წელს ჩაუყარა საფუძველი კოკო შანელმა თავისი მოდის სახლის რეალურ სტრუქტურას. როგორც Chanel-ის მოდის პრეზიდენტი ბრუნო პავლოვსკი აღნიშნავს, ეს იყო მისი „მაღალი მოდის პირველი ლაბორატორია“. სწორედ მაშინ მივიდა იგი მთავარ დასკვნამდე: ტანსაცმელი უნდა მოერგოს ქალის სხეულს და არა პირიქით.

პენელოპეს კაბა 20-იანი წლების ნამდვილ „ფლეპერ გოგონას“ მოგვაგონებს: V-ფორმის ყელით, სქელი ბრეტელებით, ქვედა ბოლოსკენ ჩამოსული ვოლანებითა და წელზე შეკრული ელეგანტური თეთრი კანტიანი თავსაფრით. 

Penélope Cruz

  • "არცერთ ბრენდს არასდროს გაუბედავს მსგავსი სითამამე" - რას წერს Vogue Runway-ის გლობალური დირექტორი დემნა გვასალიას შესახებ 

კაბა-პიჯაკი

წითელი ხალიჩის შემდეგ, სადაც მსახიობი მათე ბლაზის მიერ შექმნილი კაბით გამოჩნდა, წვეულებისთვის მან 80-იანი წლების სტილის მაცდური კაბა-პიკაპი აირჩია. ამ მოდელმა, თავისი გამოკვეთილი მხრებითა და ლითონის დეტალებიანი ტყავის ქამრით, პენელოპეს უფრო ძლიერი იმიჯი შესძინა. ოქროსფერი საყურეები და მკვეთრი წითელი ტუჩსაცხი მის იერს დაუმარცხებელ ელფერს მატებდა.

Penélope Cruz

  • ვენსან კასელისა და ნარა ბაპტისტას გამოჩენა ნამდვილ სენსაციად იქცა - კანის 79-ე კინოფესტივალის ყველაზე შთამბეჭდავი წყვილი 

შავი კაბა

საღამოს პრემიერაზე მსახიობი ნამდვილი ვარსკვლავური დიდებულებით გამოჩნდა. მას ეცვა Chanel-ის გრძელი, სხეულზე გამოყვანილი შავი კაბა. კაბას მხარსა და წელზე ნაზი ბუმბულები ამშვენებდა, გვერდზე კი მაღალი ჭრილი ჰქონდა, რაც მის ფეხებს უსვამდა ხაზს. 

ყველამ შეამჩნია მისი ახალი, ღია ფერის მელირება. თმის ეს ფერი სახეს საოცრად აცოცხლებს და ახალგაზრდულ იერს სძენს.

ვ

 

წყარო: hola.com