დაბალბიუჯეტიანი და მარტივად მოსავლელი ვარცხნილობა, რომელიც თხელ თმას მოცულობას მატებს: 7 ტრენდული სტილი 2026 წლის ზაფხულისთვის - Marao

დაბალბიუჯეტიანი და მარტივად მოსავლელი ვარცხნილობა, რომელიც თხელ თმას მოცულობას მატებს: 7 ტრენდული სტილი 2026 წლის ზაფხულისთვის

2026-05-27 10:58:45+04:00

ვიქტორია, მოვდივართ შენი იმიჯის მოსაპარად!

თუკი არსებობს რამე, რაშიც ცნობილი ქალები იმაზე მეტ ფულს ხარჯავენ, ვიდრე საკუთარ შინაგან სიმშვიდეზე, ეს თმის მოვლაა - განსაკუთრებით კი ის, რომ თხელ თმას სქელი თმის იერი შესძინონ. 

  • მეთ გალამდე დიდი ხნით ადრე: 10 შემთხვევა, როდესაც ხელოვნება და მოდა ერთმანეთს შეერწყა

ალბათ, ბევრჯერ შეგვიხედავს სხვისთვის, ან გვინახავ ფოტო სოციალურ ქსელში და გვიფიქრია, რომ ჩვენი მთლიანი თმის სისქე ვიღაცისთვის უბრალოდ წინამოს უდრის. 

ნაცნობი სიტუაციაა, არა? ჰოდა, მეტს ნუღარაფერს ეძებთ - თქვენ წინაშეა სტეკ-ბობი.

მკვეთრი, მოძრავი და მაცდურად მოცულობითი — ეს სწორედ ის მარტივად მოსავლელი ვარცხნილობაა, რომელსაც მიმდინარე ზაფხულის მთავარ ტრენდად ვაცხადებთ. ბოლოს და ბოლოს, მოკლე თმა კისერზე არ შეგაწუხებთ, რაც ასე მნიშვნელოვანია ჩვენთან - ქვეყანაში, სადაც ზოგჯერ ზაფხული აუტანლად ცხელი იცის. 

  • 82 წლის დივა: როგორ ინარჩუნებს დაიანა როსი წლების შემდეგაც საკულტო იმიჯს - სტილის გაკვეთილები ლეგენდისგან

ცოტა - სპეციალისტის რჩევა, ცოტა - ინსპირაცია - და ამ სტატიის ჩაკითხვის შემდეგ, თქვენ უკვე მზად იქნებით, რომ სალონში სტილისტს ზუსტად აუხსნათ, რა გსურთ ამ ზაფხულისთვის: 

- რა არის სტეკ-ბობი?

სტილისტი ლორენ დაბლინი: ფრთისებრი ბობიდან დაწყებული, კლასიკური ფრანგული ბობით დასრულებული - "მისტერ ბობის" არსენალში უამრავი სტილი არსებობს, თუმცა სტეკ-ბობი თავისი უნიკალური ფორმით გამოირჩევა. "სტეკ-ბობი არის გრადუირებული ეტაპობრივი ვარცხნილობა, რომელიც უკნიდან უფრო მოკლეა და წინ თანდათან გრძელდება"."ტერმინი 'სტეკინგი” გულისხმობს ფენოვან ჭრას გვირგვინისა და კისრის არეში, რაც ქმნის მომრგვალებულ სილუეტს და თმას ბუნებრივ ლიფტინგსა და სტრუქტურას ანიჭებს.

სტეკ-ბობი შექმნილია იმისთვის, რომ თავად ჭრის ტექნიკამ შესძინოს თმას მოძრაობა და მოცულობა. ეს მას დახვეწილ, მაგრამ მაინც რბილ და ყოველდღიურობაში მარტივად სატარებელ იერს აძლევს".

- ვის უხდება სტეკ-ბობი ყველაზე მეტად?

სტილისტი ლორენ დაბლინი: როგორც ვიცით, გარკვეული ვარცხნილობები არა მხოლოდ თმის კონკრეტულ ტიპს ერგება იდეალურად, არამედ სახის ფორმასაც საუცხოოდ აბალანსებს. სტეკ-ბობი განსაკუთრებით უხდება ოვალური, გულის ფორმისა და მოგრძო სახის ფორმებს. თუმცა, თუ მრგვალი სახე გაქვთ, ნუ შეგეშინდებათ - ამ ვარცხნილობის თქვენზე მორგებაც სრულიად შესაძლებელია. 

  • 2026 წლის ყველაზე ტრენდული ვარცხნილობები და ფერები: მარტივად, მაგრამ გამორჩეულად!

თმის ტიპის თვალსაზრისით, სტეკ-ბობი განსაკუთრებით ეფექტურია თხელი ან საშუალო სიმკვრივის თმისთვის. 

მოვლის თვალსაზრისით, ყოველდღიური სტაილინგი საკმაოდ მარტივია, რადგან ფორმა თავისთავად, ბუნებრივად ჯდება. ფორმისა და მკვეთრი სილუეტის შესანარჩუნებლად თმის რეგულარული შეჭრა აუცილებელია. კლიენტების უმეტესობას ვარცხნილობის განახლება ყოველ ექვს-რვა კვირაში დასჭირდება".

აი, რამდენიმე ფოტო თქვენი შთაგონებისთვის