"უკვე 24 წელი გავიდა ჩვენი დაშორებიდან" - მსახიობი თამარ ბუხნიკაშვილი გურამ ჯაშთან ქორწინებაზე, ოჯახსა და შვილებზე - Marao

"უკვე 24 წელი გავიდა ჩვენი დაშორებიდან" - მსახიობი თამარ ბუხნიკაშვილი გურამ ჯაშთან ქორწინებაზე, ოჯახსა და შვილებზე

2026-06-10 13:34:46+04:00

მსახიობი თამარ ბუხნიკაშვილი 1972 წლის 23 აპრილს, თბილისში დაიბადა. როგორც თავად იხსენებს, მსახიობობის გარდა სხვა პროფესიაზე არასდროს უფიქრია. მისი შემოქმედებითი ნიჭი ჯერ კიდევ 5 წლის ასაკში გამოვლინდა - ბავშვობიდანვე აქტიურად "მსახიობობდა", ლექსებს კითხულობდა, ცეკვავდა და ოჯახისთვის წარმოდგენებსაც მართავდა. გარკვეული პერიოდი ვოკალზეც დადიოდა, თუმცა დრამატული ხელოვნება მისთვის ყოველთვის უფრო მიმზიდველი და საინტერესო იყო.

აღიარება ეკრანსა და სცენაზე

თამარ ბუხნიკაშვილის მიერ ეკრანსა თუ სცენაზე შექმნილი სახეები მრავალფეროვნებითა და გამორჩეული ინდივიდუალიზმით ხასიათდება. ფართო მაყურებელმა ის კინოეკრანებიდან გაიცნო - მან დასამახსოვრებელი როლები შეასრულა რუსუდან ჭყონიას ფილმში „გაიღიმეთ“ და ნანა ექვთიმიშვილისა და სიმონ გროსის საერთაშორისოდ აღიარებულ დრამაში „გრძელი ნათელი დღეები“. გარდა ამისა, მსახიობმა კინემატოგრაფიული პოპულარობა კიდევ უფრო გაიმყარა ყველასთვის საყვარელ ტელესერიალში „ჩემი ცოლის დაქალები“.

  • „დარჩენილია ისეთ თაუ ბაგრატიონად, როგორიც განვლილი 55 წლის მანძილზე იყო“ - ლიზა ბაგრატიონის გულწრფელი ინტერვიუ დაზე, ოჯახსა და განვლილ გზაზე

არანაკლებ საინტერესო და დატვირთულია მისი თეატრალური საქმიანობა. თამარ ბუხნიკაშვილი 1993 წლიდან მარჯანიშვილის თეატრის მსახიობია და წლების განმავლობაში არაერთი გამორჩეული სახე შექმნა წამყვანი რეჟისორების სპექტაკლებში:

  • ბიანკა - „დეკამერონი“ (ჯოვანი ბოკაჩოს მიხედვით, რეჟ. ლევან წულაძე)
  • უნტერ-ოფიცრის ქვრივი - „რევიზორი“ (ნიკოლოზ გოგოლი, რეჟ. გიზო ჟორდანია)
  • მორინ ფოლანი - „სილამაზის დედოფალი“ (მარტინ მაკდონაჰი, რეჟ. გურამ ვაშაკიძე)
  • ქალი - „ტანგო ნაბიჭვართან“ (რეჟისორები: ქეთევან ხარშილაძე, გურამ ვაშაკიძე)
  • ბეტი - „სეილემის პროცესი“ (არტურ მილერი, რეჟ. თემურ ჩხეიძე)
  • სონია - „ქამუშაძის გაჭირვება“ (დავით კლდიაშვილი, რეჟ. დიმიტრი ხვთისიაშვილი)
  • კესო - „სახლის ანგელოზები“ (ლალი როსება, რეჟ. მედეა კუჭუხიძე)

tamar-bixnikashvili

ცხოვრება სცენის მიღმა, განქორწინება და ოჯახი

მსახიობის ცხოვრება კულისებს მიღმაც საკმაოდ საინტერესოა. ის დაქორწინებული იყო საზოგადოებისთვის კარგად ნაცნობ მსახიობ გურამ ჯაშზე. მიუხედავად იმისა, რომ მათი გზები დიდი ხნის წინ გაიყო, წყვილს  შვილები და შვილიშვილები აკავშირებს. წარსულ ურთიერთობაზე თამარ ბუხნიკაშვილმა ჟურნალ „სარკესთან“ გულახდილად ისაუბრა:

  • "იყო კდემამოსილი ქალი და უცებ სცენაზე სრულიად სხვა ვინმე მოდიოდა" - 40-წლიანი მეგობრობა და ამბები ირინა ონაშვილის წარსულიდან

„ჩვენ ძალიან დიდი ხანია გავშორდით ერთმანეთს და ამ თემაზე საუბარი აღარ მინდა. უკვე 24 წელი გავიდა ჩვენი დაშორებიდან და რაც დასრულდა, იმაზე ლაპარაკი აღარ ღირს.

საერთო ქორწინებიდან ორი შვილი და სამი შვილიშვილი გვყავს. ჩემს ქალიშვილებს - მარიამსა და ანასტასიას შორის 10 წელია სხვაობა. სამივე შვილიშვილი მარიამისგან მყავს.

  • "ალბათ, მეც მეტკინა, სხვასაც ვატკინე, მაგრამ ყველაფერს ვივიწყებ, ტკივილს არ ვიტოვებ...“ - ამბავი მარიკა ჭიჭინაძეზე - სცენის ნამდვილ ოფელიაზე

tamar-buxnikashvili

თეატრში 1993 წლიდან ვარ. გადატვირთული გრაფიკისა და სამუშაოს გამო, მეორე შვილი გვიან გავაჩინე, წლები შეუმჩნევლად გამეპარა. არადა, სულ მინდოდა მეორე შვილის ყოლა... რამხელა ბედნიერებაა, როცა ადამიანს დედმამიშვილი გყავს.“