ქართველი მოდელი წარმატებული სეზონის შემდეგ - მატილდა გვარლიანის ფოტოალბომი - Marao

ქართველი მოდელი წარმატებული სეზონის შემდეგ - მატილდა გვარლიანის ფოტოალბომი

2026-06-11 11:14:59+04:00

წლევანდელი სეზონი განსაკუთრებით ხმაურიანი და დატვირთული აღმოჩნდა ქართველი მოდელისთვის, მატილდა გვარლიანისთვის. პარიზისა და მილანის მოდის კვირეულები, პრესტიჟული მოდის სახლების ჩვენებები და, რაც მთავარია, ისტორიული გამოსვლა „ვიქტორია სეკრეტის“ ლეგენდარულ შოუზე, ეს იმ წარმატებების მცირე ჩამონათვალია, რაც მატილდას ცხოვრებაში ხდება. გადატვირთული გრაფიკის შემდეგ, მოდელისთვის დასვენების დრო დადგა, ერთგულ გულშემატკივრებს კი კადრები არდადეგებიდანაც გაუზიარა. 

MATILDA-GVARLIANI

MATILDA-GVARLIANI

MATILDA-GVARLIANI

MATILDA-GAVRLIANI

  • ნიუ-იორკული ტრიუმფი: მატილდა გვარლიანი Louis Vuitton-ის ახალ კოლექციაში მსოფლიო ვარსკვლავების წინაშე წარსდგა 

მატილდა გვარლიანი

14 წლის ასაკში მატილდა Look Models Management-მა თბილისში აღმოაჩინა, რაც მისი სამოდელო კარიერის დასაწყისი იყო.  

"12 წლის ვიყავი, როდესაც look Models Managment-ის ცეკვის მასწავლებლის მეგობარი შემხვდა სალონში. შემომთავაზა ნინო ცქიტიშვილის სააგენტოში მისვლა, რომელიც, მისი თქმით, არა მხოლოდ საქართველოში, არამედ უცხოეთშიც წარმატებით მუშაობდა. რა თქმა უნდა, დავინტერესდი და მივედი. ძალიან პატარა ვიყავი და ასაკიდან გამომდინარე გადავწყვიტე, ცოტა ხანს დამეცადა. 14 წლიდან მივედი სააგენტოში. მესამე გაკვეთილზე უკვე გადავიღეთ თამუნა ინგოროყვას „ლუქბუქი“. სააგენტოში 14 წლის უფრო მომზადებული მივედი, განსაკუთრებულად გავაძლიერე ენების შესწავლა, რაც მოდელს ძალიან სჭირდება. 12 წლისამ იქ ჩემი ტოლი გოგონები ვერ ვნახე" - იხსენებდა მატილდა გვარლიანი.

15 წლის ასაკში მატილდამ მონაწილეობა მიიღო Pull & Bear's 2020 წლის შემოდგომა/ზამთრის კოლექციის სარეკლამო კამპანიაში. ამან განაპირობა მისი გამოჩენა იტალიურ Vogue-ის კამპანიაში.

პოდიუმზე პირველად 2018 წელს გამოჩნდა და მაშინვე მიიქცია სამოდელო სააგენტოების ყურადღება - „ჩვენების დღეს ძალიან ვნერვიულობდი, ეს იყო ჩემი პირველი გამოწვევა, რომლისთვისაც თავი ღირსეულად უნდა გამერთვა. პოდიუმზე გავლისთანავე ყველანაირი შიში გამიქრა და საკმაოდ კარგად გავართვი თავი” - თქვა მოდელმა ერთ-ერთ ინტერვიუში. ამას Dolce & Gabbana-ს ჩვენებაზე გავლა და უამრავ ცნობილ ბრენდთან თანამშრომლობა მოჰყვა.

  • "რა იღბლიანი ვარ" - მატილდა გვარლიანის 10 ფოტო და 10 ამბავი 

MATRILDA-GVARLIANI

  • მნიშვნელოვანი სიახლე მატილდა გვარლიანის კარიერაში! - „ბედნიერი ვარ, გაგიზიაროთ" 

2024 წელი მატილდა გვარლიანისთვის ისტორიული აღმოჩნდა. იგი გახდა პირველი ქართველი მოდელი, რომელმაც Victoria's Secret-ის ლეგენდარულ შოუზე გაიარა. ამ წარმატებამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სტატუსი მოდის ინდუსტრიის უმაღლეს ლიგაში.

მთელი თავისი კარიერის განმავლობაში, მატილდა ამშვენებდა გამოჩენილი ჟურნალების გარეკანებს, მათ შორის M Le magazine du Monde-ს 2023 წლის ოქტომბერში, გადაღებული დევიდ სიმსის მიერ. იგი ასევე წარმოდგენილი იყო D Repubblica-სა და Elle US- ის რედაქციებში.

მატილდამ კარიერის განმავლობაში ითანამშრომლა ისეთ დიდ ბრენდებთან, როგორებიცაა:  Gucci, Chanel, Dolce & Gabbana, Louis Vuitton, Fendi, Fendi და სხვ.