"ყველას აჯობა ოჯახში" - თეა დარჩია უმცროსი ქალიშვილის კადრებს აქვეყნებს - არაჩვეულებრივი იოანა მათიაშვილის შესრულება - Marao

"ყველას აჯობა ოჯახში" - თეა დარჩია უმცროსი ქალიშვილის კადრებს აქვეყნებს - არაჩვეულებრივი იოანა მათიაშვილის შესრულება

2026-06-12 14:01:00+04:00

ქართული ცეკვის ლეგენდა, თეა დარჩია, მრავალი წლის განმავლობაში სუხიშვილების ეროვნული ბალეტის სცენაზე ბრწყინავდა. მიუხედავად იმისა, რომ მან აქტიური საცეკვაო კარიერა დაასრულა და ამჯერად მთელი ენერგია პედაგოგიურ საქმიანობაში გადაიტანა. სცენაზე დედის გზა ჯერ მისმა უფროსმა ქალიშვილმა, მარიამ მათიაშვილმა გააგრძელა, ახლა კი უმცროსი ქალიშვილი, იოანა მათიაშვილი აგრძელებს. თავად თეამ გააზიარა რეპეტიციიდან კადრები

"ჩემი სიცოცხლე იოანა მათიაშვილი. მადლობა ტატა გომელაურს, ნინუკა შარაშიძეს და რაც მთავარია სუხიშვილებს" - წერს თეა დარჩია.

ioana-matiashvili

  • რეპეტიცია, რომელიც კრიტიკის საგნად იქცა - რატომ გამოიწვია თეა დარჩიას ვიდეომ საზოგადოების გაღიზიანება 

თეა დარჩიასა და გუჯა მათიაშვილის დიდი ოჯახი  

უკვე არაერთი წელია, რაც თეა დარჩიას სახელი "სუხიშვილებს" უკავშირდება. მან სცენაზე 30 წელზე მეტი გაატარა და, მიუხედავად დიდი ოჯახისა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. ანსამბლის წამყვანი სოლისტის პოზიციიდან თეა დარჩიამ ბოლო წლებში პედაგოგის ამპლუაში გადაინაცვლა, გახსნა საკუთარი სტუდია და ახლა მსურველებს ამ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს. 

 თეა დარჩია 33 წელია, გუჯა მათიაშვილზეა დაქორწინებული. მათ ოთხი შვილი: მარიამი, მირიანი, იოანა და გაბრიელი ჰყავთ. 

"როცა პირ­ვე­ლად მო­მიყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი შვი­ლი, 1990 წელი იყო. ვი­ყა­ვი შოკ­ში და მივ­ხვდი, რომ ამას ვერ ვი­ზამ­დი ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. იცით, რას მივ­ხვდი 19 წლის ასაკ­ში? ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ამ­ხე­ლა რა­ღაც შეძ­ლო. ასე­ვე, იმ მო­მენ­ტში გა­ვი­აზ­რე, რა მაგ­რად ვყვა­რე­ბი­ვარ დე­და­ჩემს. მე­ო­რე შვი­ლი გაჩ­ნდა 10 წლის შემ­დეგ, მაგ­რამ ზუს­ტად იგი­ვე შეგ­რძნე­ბა გან­მე­ორ­და, დავ­ბრუნ­დი ათი წლით უკან და ზუს­ტად იგი­ვე გან­ცდა გან­მე­ორ­და. მე­სა­მე­ზეც - იგი­ვე და მე­ო­თხე­ზეც - იგი­ვე, მაგრამ უფრო და უფრო ძლი­ე­რი, იმი­ტომ, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უკეთ იაზ­რებ, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა დე­დო­ბა.

  • ბლიც-ინტერვიუ თეა დარჩიასთან: "თუ კონცერტის შემდეგ მეტყოდნენ, რა ლამაზი იყავიო, ადგილზე ვკვდებოდი" 

 tea-darchia

  • "სცენის დატოვება მომიწია, რადგან აღთქმა დავდე - არ შემეძლო დამერღვია" - თეა დარჩიას ვრცელი ინტერვიუ მეუღლეზე, შვილებსა და რთულ პერიოდზე 

ბევრი შვილი უნდა გააჩინო. სხვაგვარად სიყვარულის განახლება არ ხერხდება. რაც მეტი შვილი გყავთ, მით მეტია სიყვარული. ჩემთვის ადვილია შვილების გაზრდა, პრინციპში, ცხრა თვე მუცლით ტარება და მშობიარობა მიწევს, დანარჩენი პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემს მეუღლეს აქვს აღებული. არც ერთ შვილზე არ მყოლია ძიძა, ყველას შრომას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძიძის ინსტიტუტის არ მესმის. ჩემმა შვილმა ჩემზე მეტად ძიძა რომ შეიყვაროს, იქვე გული გამისკდება. ეგ კი არა, მამა რომ უფრო მეტად უყვართ, იმაზე მეშლება ნერვები!

გუჯა ეთამაშება ხოლმე ბავშვებს, მე, სტუდიიდან გამომდინარე, უფრო მასწავლებლური მიჭირავს, თუმცა ვიცი, რომ ბავშვი დამოძღვრით კი არა, მშობლის წამხედურობით იზრდება. თუ რამე არ მოგწონს, შვილს იმწუთასვე უნდა დაუფიქსირო, მერე აზრი აღარ აქვს" - ამბობდა თეა.

თეა დარჩიას მეუღლე კამერებთან თითქმის არასდროს ჩნდება, თუმცა თავად თეა ოჯახური ცხოვრების შესახებ ხშირად საუბრობს: 

"მე და გუჯა ხუთი წელი ვცეკვავდით ერთად ანსამბლში. ყველასგან ძალიან განსხვავებული ადამიანი იყო ქცევით, ხასიათითა და გარეგნობით. გულში გავიფიქრე, თუ მე ოჯახს შევქმნიდი და შვილები მეყოლებოდა, ის იქნებოდა ჩემი შვილების მამა. თამამად ვამბობ, ურთიერთობაში ინიციატორი მე ვიყავი, გრძნობებშიც მე გამოვუტყდი. ისე აღმოჩნდა ტაძარში ჩემ გვერდით, რომ ვერ მიხვდა... დღემდე ვერ ხვდება, რა შარში გაყო თავი." - ამბობდა თეა