"არ მრცხვენია, 15 წლის წამოვედი სახლიდან... იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი" - ამბავი წარმატებაზე: თამო ვაშალომიძის ინტერვიუ - Marao

"არ მრცხვენია, 15 წლის წამოვედი სახლიდან... იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი" - ამბავი წარმატებაზე: თამო ვაშალომიძის ინტერვიუ

2026-07-08 11:10:39+04:00

თამო ვაშალომიძე სოფო ჯაფარიძის გადაცემის "მედგიდის" სტუმარი იყო, სადაც საკუთარ რთულ, თუმცა შთამაგონებელ ცხოვრებისეულ გზაზე გულახდილად ისაუბრა.

თამო ვაშალომიძის ინტერვიუ

"მე დავიწყე ქვემო ხოდაშენიდან, სოფლიდან, სადაც დავიბადე და მოვედი აქამდე - საშუალო განათლება მაქვს, სამი სკოლა გამოვიცვალე, ათოსანი არ ვყოფილვარ და როდესაც ვუყურებდი ხოლმე ტელევიზორში ჩვენს წამყვანებს, ყოველთვის მინდოდა მეც მათ ადგილას ვყოფილიყავი, მაგრამ ეს იყო უბრალოდ სურვილი. 

როცა მე სახლიდან წამოვედი, 15 წლის ვიყავი და დავიწყე მარტო ცხოვრება - ვფიქრობდი თავის გადარჩენაზე, მუშაობაზე. ჟურნალებში ვეძებდი ვაკანსიებს და ვნახე სამსახური, ძალიან ბედნიერი ვიყავი, რომ ჩემით შევიძინე თეფში, ჭიქა, ზეწარი, იტალიურ ეზოში ვცხოვრობდი. ძალიან კარგი ემოციები იყო. 

ადმინისტრატორი გავხდი სასტუმროში, რუსული არ ვიცოდი, მოვიტყუე. ორგან ვმუშაობდი. მერე მივხვდი, რაღაც უნდა გამეკეთებინა,  ჩემი მეგობრის დედას ქართულად დავაწერინე რუსული ტექსტები – "და“, "ხარაშო“ და ა.შ. არ მრცხვენია, ახლა კორეულადაც ვწერ ხელოვნური ინტელექტის დახმარებით, ყველა ენა ვიცი, მთავარია, მოვინდომო“, - ამბობს ვაშალომიძე.

tamo-vashalomidze

  • "ყოფილი ქმარი ჩემი ერთადერთი სიყვარული იყო. თუმცა არ შევრიგდები, ჩემთვის ეს დასასრულია" - რას ამბობს თამო ვაშალომიძე მეუღლესთან დაშორებაზე 

თამო ვაშალომიძის ოჯახი და კარიერა

თამო ვაშალომიძის სახელი და გვარი პირველად საზოგადოებამ წლების წინ გაიგო, როცა მან ყურადღება თამამი ფოტოსესიებითა და განცხადებებით მიიპყრო. ის ფოტომოდელია და ხშირად ჩანს სხვადასხვა კამპანიაში. ამის გარდა, ის სოციალურ ქსელში თავადაც აქტიურია, აქვს "ფეისბუკის", "ინსტაგრამისა" და "ტიკ-ტოკის" საკუთარი არხები და გამომწერებს ცხოვრების საინტერესო დეტალებს ამ გზით უზიარებს.

  • "როცა სკოლა უნდა დამემთავრებინა, ჩამებარებინა და სტუდენტობა გამომეცადა, მიმტანი ვიყავი ორ რესტორანში" - თამო ვაშალომიძის ინტერვიუ 

 "პირველი წარმატება იყო მაშინ, როდესაც საქართველოს სახელით კოსოვოში წავედი, 2013 წელს. საქართველოში კონკურსი "მის ბიკინი" ჩატარდა. საუკეთესო ოცეულში მოვხვდი და მერე გამოვეთიშე. ჩემმა მენეჯერმა გამიშვა კოსოვოში, იქ "მის თავისუფლება" ტარდებოდა. ჩემთვის ეს ძალიან ემოციური იყო. ვფიქრობდი, აქ არ გამიმართლა და ბედი იქ უნდა მეცადა. ამ კონკურსში "პრესის რჩეული" გავხდი. ჩემი ტიტული ლენტზე დიდი ასოებით ეწერა და რომ გადამკიდეს, ეგრე ჩამოვედი საქართველოში. უზომოდ გახარებული ვიყავი."

თამო დაქორწინებული იყო ბიზნესმენ აკა სამხარაძეზე. წყვილს ერთი საერთო შვილი, მაქსიმე ჰყავს, ხოლო თამოს პირველ ურთიერთობაში გოგონა შეეძინა.

  • „ცოტა შემეშინდა - ერთი ქალი ვარ - მაგრამ თავს არ დავზოგავ“ - თამო ვაშალომიძე ცხოვრების დიდი სიახლისა და მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების შესახებ 

"ახლა ჩემი მეუღლე არის ჩემი მარჯვენა ხელი, სული, გული; ადამიანი, რომელიც ყველაფერს აკეთებს ჩემი ბედნიერებისთვის. მაგრამ სანამ მას გავიცნობდი, თავად ძალიან ბევრი ვიშრომე. გულწრფელად გეტყვი, მაშინ ბევრი რამ არც ვიცოდი, როგორ გამეკეთებინა. გულუბრყვილო ვარ-მეთქი, ხომ გითხარი, ხანდახან ტელევიზიები სიუჟეტებისთვის სათავისოდ მიყენებდნენ. გამოუცდელი რომ ხარ, გგონია, ყველა კეთილია, ყველას მოსწონხარ, მერე თავს გესხმიან და ხმასაც ვერ იღებ, გეშინია არ დაგბლოკონ, არ გაგაშავონ. ეს ყველაფერი გამოვიარე. მებრძოლი რომ არ ვყოფილიყავი, დღეს ჩემი რეალობა ასეთი არ იქნებოდა", - ამბობდა თამო ერთ-ერთ ინტერვიუში.

მიუხედავად ამისა, ცოტა ხნის წინ თამო ვაშალომიძემ გაამხილა, რომ ის მეუღლეს დაშორდა. ახლა ის შვილებთან ერთად ცალკე ცხოვრობს და აგრძელებს კარიერულ წინსვლას - მან შექმნა თავის მოვლისა და კოსმეტიკური ხაზები, რომლის პოპულარიზაციისთვისაც ბოლო ორი წლის მანძილზე აქტიურად ესწრება მსოფლიო დონის ღონისძიებებს, მათ შორის, ვენეციისა და კანის კინოფესტივალებს. სულ ცოტა ხნის წინ კი ის პროფესიული განვითარების მიზნით აშშ-ში იმყოფებოდა.