სორაია ესფანდიარი-ბახტიარი - ირანის პრინცესა, რომელმაც სიყვარული ტახტზე მაღლა დააყენა - Marao

სორაია ესფანდიარი-ბახტიარი - ირანის პრინცესა, რომელმაც სიყვარული ტახტზე მაღლა დააყენა

2026-07-08 16:51:30+04:00

მე-20 საუკუნის სამეფო ისტორიაში არაერთი დრამატული სიყვარულის ამბავია, თუმცა ერთ-ერთი ყველაზე ტრაგიკული სწორედ სორაია ესფანდიარი-ბახტიარის ეკუთვნის. მას მსოფლიოს "სევდიანი თვალების პრინცესად“ მოიხსენიებდნენ. ქალად, რომელიც ირანის დედოფალი გახდა, მაგრამ ტახტის დატოვება მხოლოდ იმიტომ მოუწია, რომ სამეფო მემკვიდრის გაჩენა ვერ შეძლო. მისი ცხოვრება სიყვარულის, დიდების, მარტოობისა და დაკარგული ბედნიერების სიმბოლოდ იქცა. 

  • დედოფალ ელისაბედ II-ის თვალისმომჭრელი ტიარების კოლექცია: რუსეთიდან ფარულად გამოტანილი ალმასის დიადემიდან საგვარეულო რელიკვიამდე 

არისტოკრატიული ოჯახიდან სამეფო კარამდე

სორაია 1932 წლის 22 ივნისს, ირანის ქალაქ ისპაანში. დაიბადა. მამა, ხალილ ესფანდიარი-ბახტიარი, გავლენიანი ბახტიარების გვარის წარმომადგენელი და დიპლომატი იყო, დედა კი გერმანელი ევა კარლი. ბავშვობა გერმანიასა და ირანს შორის გაატარა, მოგვიანებით კი განათლება შვეიცარიასა და დიდ ბრიტანეთში მიიღო, რის გამოც ევროპული კულტურა მის პიროვნებაზე დიდ გავლენას ახდენდა.

1950 წელს, სორაია ბიძამისმა გააცნო ირანის ახლადგანქორწინებულ შაჰ მოჰამედ რეზა ფეჰლევს, რომელიც ასევე ლონდონში იმყოფებოდა ოფიციალური ვიზიტით. სორაიას ახალი დამთავრებული ჰქონდა შვეიცარიული საშუალო სკოლა და უკვე ინგლისში იღებდა უმაღლეს განათლებას. როგორც ცნობილია, მასა და შაჰს ერთი ნახვით შეუყვარდათ ერთმანეთი. იმავე წელს, შაჰმა სორაიას 22,37 კარატიანი ბრილიანტის ბეჭდით სთხოვა ცოლობა და მისგან თანხმობაც მიიღო.

  • ავსტრალიელი „კონკია“ გვირგვინით: როგორ შეცვალა უბრალო გოგონას ცხოვრება შემთხვევითმა შეხვედრამ 

სამეფო ქორწინება

წყვილი სიყვარულით დაქორწინდა 1951 წლის 12 თებერვალს, თეირანის მარმარილოს სასახლეში. მამამისმა სორაიას მზითვად 10,000 სპარსული ოქროს მონეტა გაატანა. აღსანიშნავია, რომ ისინი დაქორწინებას 1950 წლის 27 დეკემბრისთვის გეგმავდნენ, მაგრამ თარიღმა პატარძლის ავადმყოფობის გამო გადაიწია. 

რეზა შაჰმა თავის ელიტარულ სტუმრებს სთხოვა, რომ საქორწინო საჩუქრების თანხით ქველმოქმედება გაეწიათ, თუმცა  მათ მაინც უცხოელი ლიდერებისაგან დიდძალი საჩუქრები მიიღეს. საბჭოთა კავშირის ლიდერმა იოსებ სტალინმა მათ დიდი, შავი ალმასის მაგიდა გაუგზავნათ, აშშ-ს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ბროლის სკულპტურა აჩუქათ, ხოლო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ VI-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ბოუზ-ლაიონისაგან ძვირფასი ვერცხლის შანდლები მიიღეს. 

რეზა შაჰმა თავის ელიტარულ სტუმრებს სთხოვა, რომ საქორწინო საჩუქრების თანხით ქველმოქმედება გაეწიათ, უცხოელი ლიდერებისაგან მათ მაინც დიდძალი საჩუქრები მიიღეს. საბჭოთა კავშირის ლიდერმა იოსებ სტალინმა მათ დიდი, შავი ალმასის მაგიდა გაუგზავნა, აშშ-ს პრეზიდენტმა ჰარი ტრუმენმა ბროლის სკულპტურა აჩუქათ, ხოლო დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის მეფე ჯორჯ VI-ისა და დედოფალ ელიზაბეთ ბოუზ-ლაიონისაგან ძვირფასი ვერცხლის შანდლები მიიღეს. 

  • ოლიმპიური ჩემპიონის გზა პრინცესობამდე და სტუმრობა საქართველოში: მონაკოს პრინცესა შარლენის განსაკუთრებული ზღაპარი 

პატარძალს ეცვა ვერცხლისფერი ლამის კაბა, რომელიც მორთული იყო მარგალიტებითა და ბუმბულებით, რომელიც სპეციალურად მისთვის შეკერა კრისტიან დიორმა. შაჰის სამი ცოლიდან, სწორედ სორაია იყო მისი „ნამდვილი სიყვარული“.

მოგვიანებით სორაიამ დაწერა წიგნი, სადაც თავის შთაბეჭდილებებს აღწერდა, რომელიც ირანში ცხოვრებისას დააგროვა. იგი ასეთ რამეს წერდა: „მე უმეცარი ვიყავი, რადგან თითქმის არ ვიცოდი ირანის გეოგრაფიული მდებარეობაც კი. მე არ ვიცოდი საკუთარი ქვეყნის ლეგენდები და არცერთი ფურცელი მისი დიდი ისტორიიდან. ასევე არაფერი გამეგებოდა მაჰმადიანურ რელიგიაში...“ ეს ყოველივე იმით იყო გამოწვეული, რომ სორაიამ დედის გავლენით მკაცრი გერმანული კათოლიკური განათლება მიიღო, რის გამოც არაფერი იცოდა ისლამის შესახებ. მოგვიანებით ამის გამო ირანელი სასულიერო პირები მას დიდი ეჭვის თვალით უყურებდნენ. ისინი ამტკიცებდნენ, რომ შაჰი არ უნდა დაქორწინებულიყო ამ „ნახევრადევროპელ გოგონაზე“, რომელიც ადგილობრივი ტრადიციებით არ იყო აღზრდილი. მოგვიანებით სორაია წერდა: „მე თავს ვგრძნობ როგორც ქრისტიანად, ისე მაჰმადიანად. ჩემს სულში ვხედავდი ორ განსხვავებულ ბოძს, რომლის გარშემოც განვითარდა ჩემი პიროვნება: ერთი მხრივ ევროპელი, მეორე მხრივ კი საშინლად სპარსული.“

განქორწინება 

სორაიასა და რეზას ბედნიერი ცხოვრება ხანმოკლე აღმოჩნდა. გავიდა რამდენიმე წელი და უმემკვიდრეობა მთავარ თემად იქცა. შაჰს პირველი ცოლის, ფავზიასგან მხოლოდ ერთი გოგონა ჰყავდა, რომელიც მუსულმანური კანონების გამო ტახტზე ვერ ავიდოდა და ვაჟის გაჩენა აუცილებელი იყო. ვინაიდან მუსლიმური კანონებით მრავალცოლიანობა დაშვებული იყო, მინისტრებმა შაჰს კიდევ ერთი ცოლის შერთვა ურჩიეს. რეზას ეს იდეა მოეწონა, რადგან არც საყვარელ ქალთან მოუხდებოდა განშორება და თანაც მემკვიდრეც გაუჩნდებოდა. ევროპული მენტალიტეტის მქონე და ქრისტიანულად აღზრდილმა სორაიამ კატეგორიული უარი განაცხადა ისეთ კაცთან ქორწინებაზე, რომელსაც სხვა ცოლიც ეყოლებოდა, რაც საბოლოოდ 1958 წელს მათი განქორწინებით დასრულდა.

ცხოვრება განქორწინების შემდეგ

განქორწინების შემდეგ სორაია ევროპაში გადავიდა. რეზა ფეჰლევმა საყვარელ მეუღლეს პარიზში მდებარე საკუთარი რეზიდენცია აჩუქა, რომლის ღირებულებაც 3,000,000 აშშ დოლარი იყო. ამას გარდა, სორაიას დაენიშნა ყოველთვიური პენსია 7,000 დოლარის ოდენობით, რომელსაც მონარქიის დამხობის შემდეგაც კი იღებდა სიცოცხლის ბოლომდე.

სორაიას ჩამოერთვა დედოფლის წოდება, თუმცა შაჰის მოთხოვნით მას ირანის პრინცესის ტიტული მისცეს. ევროპაში ჩასული სორაია ცდილობდა საყვარელ მამაკაცთან განშორებით გამოწვეული სევდის გაქარვებას, რის გამოც მან მოკლევადიანი სამსახიობო მოღვაწეობა დაიწყო. იგი რამდენიმე ფილმში გადაიღეს, თუმცა მალევე მობეზრდა ეს საქმიანობა.

იგი პერიოდულად დადიოდა პარიზის ელიტარულ ყრილობებზე, სადაც დაუმეგობრდა იტალიელ მასიმო გარგიას, რომელთანაც სიცოცხლის ბოლომდე მეგობრობდა. 

მისი პირადი ცხოვრება კვლავ ტრაგედიებით გაგრძელდა, საყვარელი ადამიანი, იტალიელი რეჟისორი Franco Indovina, ავიაკატასტროფაში დაიღუპა, რის შემდეგაც სორაია სულ უფრო განმარტოვდა.

1991 წელს გამოსცა მემუარები, სახელწოდებით Le Palais des Solitudes („მარტოობის სასახლე“), სადაც საკუთარი ცხოვრების სევდიან ისტორიას აღწერს.

1979 წელს, როდესაც ირანის ყოფილი შაჰი მძიმე ავადმყოფობას ებრძოდა, სორაიამ მას წერილი მისწერა. სხვადასხვა ისტორიული წყაროს მიხედვით, ორივე აღიარებდა, რომ ერთმანეთი კვლავ უყვარდათ და ბოლო შეხვედრასაც გეგმავდნენ, თუმცა ეს ვერ შედგა — შაჰი გარდაიცვალა, სანამ ისინი კვლავ შეხვდებოდნენ.

სორაია 2001 წლის 25 ოქტომბერს, Paris-ში, 69 წლის ასაკში გარდაიცვალა. მისი გარდაცვალებიდან სულ რამდენიმე დღეში მისი უმცროსი ძმაც გარდაიცვალა, რამაც ტრაგიკულ ისტორიას კიდევ უფრო ემოციური ელფერი შესძინა.