VIDEO: თეა დარჩიას დაბრუნება სცენაზე ნიაზ დიასამიძესთან ერთად: ორი გამორჩეული ხელოვანის შთამბეჭდავი ტანდემი - Marao

VIDEO: თეა დარჩიას დაბრუნება სცენაზე ნიაზ დიასამიძესთან ერთად: ორი გამორჩეული ხელოვანის შთამბეჭდავი ტანდემი

2026-07-27 10:34:32+04:00

ფესტივალი "არტ-გენი 2026" წელსაც ტრადიციულად მასშტაბური და ემოციებით დატვირთული აღმოჩნდა. ღონისძიების სცენა ქართული მუსიკისა და ქორეოგრაფიის ვარსკვლავებმა დაიპყრეს - მაყურებლის წინაშე წარდგნენ „სუხიშვილები“, ნიაზ დიასამიძე, „ფრანი“, თამადა, ნინო ქათამაძე და სხვა საყვარელი შემსრულებლები.

სოციალურ ქსელებში ყველაზე დიდი ყურადღება მაინც ერთმა ვიდეომ მიიპყრო: ნიაზ დიასამიძის სიმღერაზე ცნობილმა მოცეკვავემ, თეა დარჩიამ და მისმა რძალმა, ელენე ბარამიძემ ცეკვა შეასრულეს, რომელმაც უამრავი მოწონება დაიმსახურა.

ელენე თეას ვაჟის, მირიან მათიაშვილის მეუღლეა.

tea-darchia

  • "5 წელი, დღე და ღამე ვთამაშობდი კაზინოში და მოვიწამლე ამ სენით“ - თეა დარჩია აზარტულ თამაშებზე, მეუღლესთან ურთიერთობასა და გადალახულ სირთულეებზე 

თეა დარჩიასა და გუჯა მათიაშვილის დიდი ოჯახი  

უკვე არაერთი წელია, რაც თეა დარჩიას სახელი "სუხიშვილებს" უკავშირდება. მან სცენაზე 30 წელზე მეტი გაატარა და, მიუხედავად დიდი ოჯახისა, მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში მაყურებელს დაუვიწყარი ემოციები აჩუქა. ანსამბლის წამყვანი სოლისტის პოზიციიდან თეა დარჩიამ ბოლო წლებში პედაგოგის ამპლუაში გადაინაცვლა, გახსნა საკუთარი სტუდია და ახლა მსურველებს ამ სფეროში დაგროვილ ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებს. 

 თეა დარჩია 33 წელია, გუჯა მათიაშვილზეა დაქორწინებული. მათ ოთხი შვილი: მარიამი, მირიანი, იოანა და გაბრიელი ჰყავთ. 

"როცა პირ­ვე­ლად მო­მიყ­ვა­ნეს პირ­ვე­ლი შვი­ლი, 1990 წელი იყო. ვი­ყა­ვი შოკ­ში და მივ­ხვდი, რომ ამას ვერ ვი­ზამ­დი ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე. იცით, რას მივ­ხვდი 19 წლის ასაკ­ში? ღმერ­თის დახ­მა­რე­ბის გა­რე­შე, უბ­რა­ლოდ, გა­მო­რი­ცხუ­ლია, რომ ამ­ხე­ლა რა­ღაც შეძ­ლო. ასე­ვე, იმ მო­მენ­ტში გა­ვი­აზ­რე, რა მაგ­რად ვყვა­რე­ბი­ვარ დე­და­ჩემს. მე­ო­რე შვი­ლი გაჩ­ნდა 10 წლის შემ­დეგ, მაგ­რამ ზუს­ტად იგი­ვე შეგ­რძნე­ბა გან­მე­ორ­და, დავ­ბრუნ­დი ათი წლით უკან და ზუს­ტად იგი­ვე გან­ცდა გან­მე­ორ­და. მე­სა­მე­ზეც - იგი­ვე და მე­ო­თხე­ზეც - იგი­ვე, მაგრამ უფრო და უფრო ძლი­ე­რი, იმი­ტომ, რომ ასა­კის მა­ტე­ბას­თან ერ­თად უკეთ იაზ­რებ, რამ­ხე­ლა ბედ­ნი­ე­რე­ბაა დე­დო­ბა.

  • "მიმაჩნია, რომ ბავშვი უნდა გააჩინო და მერე მიაბარო ღმერთს და იმ გარემოს, რომელშიც ზრდი" - თეა დარჩია, როგორც მრავალშვილიანი დედა და წარმატებული ქალი 

tea-darchia

  • "ღმერთმა იცის, რომ ყველაფერი ისე არ არის, როგორი სურათიც დახატეს" - თეა დარჩია მის ირგვლივ აგორებულ სკანდალზე 

ბევრი შვილი უნდა გააჩინო. სხვაგვარად სიყვარულის განახლება არ ხერხდება. რაც მეტი შვილი გყავთ, მით მეტია სიყვარული. ჩემთვის ადვილია შვილების გაზრდა, პრინციპში, ცხრა თვე მუცლით ტარება და მშობიარობა მიწევს, დანარჩენი პასუხისმგებლობა მთლიანად ჩემს მეუღლეს აქვს აღებული. არც ერთ შვილზე არ მყოლია ძიძა, ყველას შრომას დიდ პატივს ვცემ, მაგრამ ძიძის ინსტიტუტის არ მესმის. ჩემმა შვილმა ჩემზე მეტად ძიძა რომ შეიყვაროს, იქვე გული გამისკდება. ეგ კი არა, მამა რომ უფრო მეტად უყვართ, იმაზე მეშლება ნერვები!

გუჯა ეთამაშება ხოლმე ბავშვებს, მე, სტუდიიდან გამომდინარე, უფრო მასწავლებლური მიჭირავს, თუმცა ვიცი, რომ ბავშვი დამოძღვრით კი არა, მშობლის წამხედურობით იზრდება. თუ რამე არ მოგწონს, შვილს იმწუთასვე უნდა დაუფიქსირო, მერე აზრი აღარ აქვს" - ამბობდა თეა.

თეა დარჩიას მეუღლე კამერებთან თითქმის არასდროს ჩნდება, თუმცა თავად თეა ოჯახური ცხოვრების შესახებ ხშირად საუბრობს: 

"მე და გუჯა ხუთი წელი ვცეკვავდით ერთად ანსამბლში. ყველასგან ძალიან განსხვავებული ადამიანი იყო ქცევით, ხასიათითა და გარეგნობით. გულში გავიფიქრე, თუ მე ოჯახს შევქმნიდი და შვილები მეყოლებოდა, ის იქნებოდა ჩემი შვილების მამა. თამამად ვამბობ, ურთიერთობაში ინიციატორი მე ვიყავი, გრძნობებშიც მე გამოვუტყდი. ისე აღმოჩნდა ტაძარში ჩემ გვერდით, რომ ვერ მიხვდა... დღემდე ვერ ხვდება, რა შარში გაყო თავი." - ამბობდა თეა.