"რა ძლიერი და ლამაზი ხარ - მთავარია სურვილია" - სულ სხვანაირი სალომე შარვაძე - Marao

"რა ძლიერი და ლამაზი ხარ - მთავარია სურვილია" - სულ სხვანაირი სალომე შარვაძე

2026-08-17 11:46:41+04:00

პოპულარული ქართველი მსახიობი და ტელეწამყვანი სალომე შარვაძე, რომელიც საზოგადოებამ განსაკუთრებით სერიალ „ჩემი ცოლის დაქალებში“ განსახიერებული ქეთის როლით შეიყვარა, კვლავ ყურადღების ცენტრშია - სალომე იუბილარია და მეგობრებისგან უამრავ მილოცვას იღებს. 

  • სალომე შარვაძის შთამბეჭდავი ტრანსფორმაცია: როგორ დაიკლო „ჩცდ“-ის ვარსკვლავმა 20 კილოგრამი

"რა ლამაზი და ძლიერი ხარ. ეს ფოტო მტკიცებულებაა, რომ მთავარია სურვილი!" - წერს სალომე შარვაძის შესახებ ტამნოვარჯიშე ქეთი ხატიაშვილი.

sharvadze

სალომე შარვაძის წონის კლების გამოცდილება

ამჯერად, მისი პოპულარობის მიზეზი არა ახალი როლი, არამედ მისი პირადი, შთამბეჭდავი ვიზუალური ტრანსფორმაციაა. სალომემ სოციალურ ქსელში გამომწერებს გაუზიარა სიახლე, რომელმაც ბევრი გააოცა და აღაფრთოვანა: მან ოცი კილოგრამის დაკლება მოახერხა.

  • "გაგრძელდება თუ არა "ჩემი ცოლის დაქალები?" - პასუხი მსახიობ ეკა მჟავანაძისგან

მსახიობი, რომელიც მუდამ გამოირჩეოდა გულწრფელობით, არ მალავს, რომ ეს პროცესი მისთვის მნიშვნელოვანი გამოწვევა იყო. ფოტოებსა და ვიდეოებში, რომლებსაც სალომე ბოლო დროს აქვეყნებს, აშკარად ჩანს, რომ ის შესანიშნავ ფორმაშია და თავს თავდაჯერებულად გრძნობს. თუმცა, „ქეთის“ მიზანი ამით არ დასრულებულა. მან განაცხადა, რომ კიდევ შვიდი კილოგრამის დაკლება სურს, რათა იდეალურ, მისთვის სასურველ წონას მიაღწიოს.

  • 100% დაფინანსება ევროპის საუკეთესო უნივერსიტეტში! - "ზოგჯერ მშობლის ბედნიერება სიტყვებში ვერ ეტევა" - სალომე შარვაძე შვილის წარმატების შესახებ

"მე არ მიყვარს ტყუილები - ყველაფერს ძალიან გულწრფელად ვაზიარებ.შესაბამისად, ინსტაგრამზე მედო ვიდეო, სადაც ვამბობ, რომ გავიკეთე სრული გამოკვლევა საქართველოშიც და სტამბოლშიც. გადაწყდა, რომ ჩემი BMI იყო 48 და სასწრაფოდ დამჭირდა, რაღაც ჩარევები გამეკეთებინა. ეს იქნებოდა ინიექცია, სწორი კვება თუ სხვა და ამ ყველაფერს თან ერთოდა წონაში კლება", - ამბობდა სალომე შარვაძე მანამდე.