"სუხიშვილების" უმშვენიერესი მოცეკვავის ზღაპრული ხელის თხოვნა: სალომე ჩიტიაშვილი დაინიშნა - Marao

"სუხიშვილების" უმშვენიერესი მოცეკვავის ზღაპრული ხელის თხოვნა: სალომე ჩიტიაშვილი დაინიშნა

2026-08-19 13:00:48+04:00

ქართული ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“ გამორჩეული და თვალსაჩინო მოცეკვავე სალომე ჩიტიაშვილი დაინიშნა. მისი რჩეული ნიკუშა შავიშვილია.

წყვილის ცხოვრებაში ეს მნიშვნელოვანი და ბედნიერი მოვლენა ულამაზეს გარემოში, ზღვის სანაპიროზე შედგა. რომანტიკულმა გარემომ, ტალღების ფონმა და დახვეწილმა დეტალებმა ნიშნობის ცერემონიალს განსაკუთრებული ჯადოსნურობა და შთამბეჭდაობა მიანიჭა.

salome-chiti

სალომე ჩიტიაშვილი - "სუხიშვილების" გამორჩეული სახე

15 წელი სცენაზე, რესტავრატორის პროფესია და ასრულებული ბავშვობის ოცნება — სალომე ჩიტიაშვილის გზა „სუხიშვილებამდე“

სალომე ჩიტიაშვილისთვის ცეკვა მხოლოდ ჰობი არ არის — ეს მისი ცხოვრების მთავარი ნაწილი და უდიდესი სიყვარულია. „სუხიშვილების“ გამორჩეული მოცეკვავე უკვე 15 წელია, სცენაზე დგას და მაყურებელს თავისი არტისტიზმით აღაფრთოვანებს.

  • „სცენაზე სრულად სხვა სამყაროში გადავდივარ“ - თამარ დვალი „სუხიშვილების" 20 წელსა და განვლილ გზაზე

ყველაფერი ბავშვობაში დაიწყო, როდესაც პირველად იგრძნო სცენის განსაკუთრებული ჯადოსნურობა:

salome-chiti

„სცენაზე დგომა ძალიან მომწონდა, ენერგიით მავსებდა და ამიტომ გადავწყვიტე, ცეკვა ჩემს პროფესიად მექცია.“

სალომე 8 წლის იყო, როცა პირველად დადგა სცენაზე. მიუხედავად იმისა, რომ ოჯახში განსხვავებული სფეროს წარმომადგენლები არიან — დედა ფიზიკოსია, ხოლო მამა ინჟინერი - ხელოვნებისა და ცეკვისადმი სიყვარულმა დებს შორის იჩინა თავი.

  • "სუხიშვილების" ვარსკვლავი და ქართული სილამაზის ეტალონი: "ჩემი წარმატების საიდუმლო არის დისციპლინა... დისციპლინა და გულით სურვილი"

„მყავს უფროსი და ელენე, რომელიც ასევე 'სუხიშვილების' ანსამბლის წევრია. ორივეს ცეკვისადმი დიდი ინტერესი გვქონდა და საოცრად მონდომებულებიც ვიყავით.“

salome-chiti

თუმცა, ცეკვა სალომეს ერთადერთი ინტერესი როდია. მან სამხატვრო აკადემია დაამთავრა და პროფესიით ფერწერის რესტავრატორია. ამბობს, რომ ეს საქმე ძალიან მოსწონს და სამომავლოდ მაგისტრატურაში გამოცდების ჩაბარებასაც გეგმავს. მისი კიდევ ერთი დიდი გატაცება მოგზაურობაა — „სუხიშვილებთან“ ერთად მან თითქმის მთელი მსოფლიო შემოიარა.

  • 5 მოცეკვავე წყვილი, რომლებმაც სცენაზე დაწყებული ისტორიები სიყვარულად აქციეს

ანსამბლში მოხვედრასა და სცენაზე მიღებულ ემოციებზე სალომე განსაკუთრებული სიყვარულით საუბრობს:

„ეს უდიდესი ბედნიერებაა. ანსამბლში მოხვედრა ჩემი ბავშვობის ოცნება იყო და ძალიან მიხარია, რომ ეს ოცნება რეალობად იქცა. რა გრძნობაა სცენაზე დგომა? — ეს ყველაზე კარგი რამ არის, რაც კი ოდესმე შეიძლება ადამიანს დაგეუფლოს, სიამაყის, სიყვარულისა და ბევრი კარგი ემოციის თაიგულია.“

salome-chiti