მსახიობი ანა ტყებუჩავა საზოგადოებამ მას შემდეგ შეიყვარა, რაც ცნობილ ქართულ სერიალში, "ჩემი ცოლის დაქალებში" გამოჩნდა. ანა დღესაც დიდი პოპულარობით სარგებლობს და მას 100 ათასზე მეტი გამომწერი ჰყავს. ანა სოციალურ ქსელში ხშირად აქვეყნებს ოჯახურ კადრებს და ასევე მამოტივებელ წერილებს.
ანა ტყებუჩავა მაყურებელმა სულ ცოტა ხნის წინ ახალ ამპლუაშიც იხილა - მას საავტორო პოდკასტი, V ელემენტი აქვს, სადაც სხვადასხვა საინტერესო თემაზე ცნობილ ტუმრებთან ერთად საუბრობს. ამჯერად მის პირისპირ მისი შვილები აღმოჩნდნენ, რომლებიც მშობლების გაცნობის ისტორიით დაინტერესდნენ.
„ერთმანეთი ჩვენი საერთო მეგობრის დახმარებით გავითანით - ქუჩაში, სამკუთხედ ბაღთან. შემთხვევით გაგვაცნო თამუნა პეტრიაშვილმა. უთხრა: „ლევან, გაიცანი - იზის, ანუ უკვე ჩემი მულის, მეგობარი“.
ძალიან სასაცილო იყო, როცა თქვა, რომ ლევანი რეჟისორია. ალბათ, ლევანმა იფიქრა: „რანაირი მსახიობია ეს გოგო, მე რომ მასთან არასდროს მიმუშავია და ცნობილიც არ არის? ალბათ, თავისთვის ოცნებობს, რომ მსახიობიაო“.
ლევანი ჩემზე კეთილშობილია და, ალბათ, უფრო კეთილი აზრები ექნებოდა, მაგრამ ჩემთვის ისეთი რეჟისორი იყო, რომელთანაც მე არ მიმუშავია და არ მაინტერესებდა. ასეთი იყო ჩვენი პირველი შეხვედრა“, - იხსენებს ანა ტყებუჩავა.
ანუ, გაგვაცნო ერთმანეთი და სასაცილო ის იყო, რომ თქვა: „მოითმინე, რეჟისორი... ლევანი - რეჟისორიო“. და ლევანმა: „ა, ნანა, იცი, მსახიობიაო“. და ჩვენ... ასეთი რეაქცია გვქონდა ორივეს ერთმანეთზე, იმიტომ რომ მსახიობი, რომელთანაც მე არ მიმუშავია და საერთოდ ცნობილი არ არის... ნუ, სადღაც თავისთვის ოცნებობს, რომ მსახიობია, ალბათ მისი აზრები ესეთი იყო, არ ვიცი. ლევანი ჩემზე კეთილშობილია და ალბათ უფრო კეთილი აზრები ექნებოდა, მაგრამ ჩემთვის ისეთი რეჟისორი იყო, რომელთანაც მე არ მიმუშავია და არ მაინტერესებდა. ასეთი რეაქცია გვქონდა.

ანა ტყებუჩავა 1983 წლის 30 სექტემბერს დაიბადა. მსახიობი ტელეეკრანებზე პირველად სერიალ „შუა ქალაქში" ირაკლი ექიმის სტუდენტის როლში გამოჩნდა. თუმცა, საზოგადოების აღიარება და სახელი მაინც რეიტინგული სერიალის „ჩემი ცოლის დაქალების" მთავარმა გმირმა ნინამ მოუტანა.
"ეს როლი მაშინ მომცეს, როცა 22 წლის ვიყავი. თან ბავშვი შემეძინა და ეს წლები ბევრ ემოციას უკავშირდება. გარდა იმისა, რომ გავხდი პოპულარული, ჩემი ცხოვრება შეიცვალა. გამიმართლა იმაშიც, რომ ამ ჯგუფში მოვხვდი. ამასთანავე, ძალიან შეიცვალა საზოგადოების დამოკიდებულება - პოპულარობა და სიყვარული მოვიდა, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანია. ამიტომ ვამბობ, რომ აუცილებლად გაგრძელდება სერიალი და უფრო მნიშვნელოვანი პროექტებიც უნდა იყოს, მეტი და უკეთესი შესაძლებლობების გამოსახატად.
ჩვენი სერიალი არის აბსოლუტურად ქართული, ქართულ სინამდვილეს ასახავს. ეს ყველაფერი ჩემთვის ძალიან ძვირფასია. "ჩცდ"-ს ყველანი "პირველ შვილს“ ვეძახით და მისი წარმატება სიყვარულია, რაც ამ ყველაფრის დიდი გამართლებაა. კი, ჩემი როლიც მთავარია. ჩემს გმირს, რა თქმა უნდა, თანავუგრძნობ, ბევრ რაღაცაშიც არ ვეთანხმები, მაგრამ ლოგიკურად მესმის მისი..." - ამბობდა ანა.
ანას თქმით, მეუღლე, რეჟისორი ლევან ბარამიძე მის ცხოვრებაში სწორედ მაშინ გამოჩნდა, როდესაც ორი ახლო მეგობარი დაკარგა და მძიმე პერიოდი ჰქონდა.
„ჩვენ ოჯახში ძალიან ხმაურიანი ხალხი ვცხოვრობთ, დედა გურულია და მამა - მეგრელი. მეც ასეთი ვარ, მაგრამ ლევანი ძალიან წყნარია, არავის აწუხებს ისე აკეთებს ყველაფერს. ამიტომ მისი გამოჩენა ჩემთვის დიდი სიმშვიდის მომტანი იყო, ისე მივეკარი, თავად, მგონი, არც გეგმავდა სერიოზულ ურთიერთობას. არ მომწონს, ძალიან მოლაპარაკე და აქტიური მამაკაცები. დინჯი, სიტყვაძუნწი კაცები უფრო მომწონს და ჩემთვის ეს უფრო საინტერესოა.
ლევანი რომ გავიცანი, იმ პერიოდში ორი მეგობარი გარდამეცვალა. რთული პერიოდი იყო, ავარიით დაიღუპნენ. ამბობენ, დრო მკურნალიაო, მაგრამ იცით, როგორი წამები მქონდა, როგორც კი თვალს ვახელდი, მახსოვდა, რომ ისინი აღარ იყვნენ და არ ვიცოდი, როგორ შეიძლება გამეგრძელებინა ცხოვრება. ეს ჩემი მშობლებისთვისაც ძალიან მძიმე დარტყმა იყო“, - ამბობდა ანა.
წყვილს ორი ულამაზესი ქალიშვილი ჰყავს. როგორც სოციალური ქსელებით ირკვევა, ანა და მისი მეუღლე ლევანი შვილებთან ერთად ხშირად მოგზაურობენ.