სექტემბრის დადგომასთან ერთად, ათასობით ოჯახში ახალი, ემოციური და პასუხისმგებლობით სავსე ეტაპი იწყება. პირველი ზარი, ლამაზად შერჩეული სასკოლო ფორმა, ახალი მეგობრები და ცოდნის სამყაროში გადადგმული პირველი ნაბიჯები - ეს ის მომენტებია, რომლებიც თითოეული მშობლისა და ბავშვის მეხსიერებას სამუდამოდ რჩება.
გამონაკლისი არც ქართველი ცნობილების ოჯახებია. წელს არაერთი საზოგადოებისთვის საყვარელი წყვილისა თუ ხელოვანის შვილმა შეაღო სკოლის კარი პირველად. პატარა ვარსკვლავებმა, რომლებსაც საზოგადოება დაბადების დღიდან ადევნებს თვალს, უკვე მოირგეს პირველკლასელთა ამპლუა და სასკოლო თავგადასავლებს შეუდგნენ. აი, რამდენიმე მათგანიც:
ია დუდაშვილისა და ირაკლი ნოზაძის ვაჟი - დანიელ ნოზაძე
პირველკლასელია ია დუდაშვილისა და ირაკლი ნოზაძის ვაჟი, დანიელი, რომელიც Buckswood-si gaagrZelebs swavlas. ეს მნიშვნელოვანი ნაბიჯი დანიელთან ერთად მისმა მშობლებმა და დებმაც გაიზიარეს:
"დავიწყეთ ახალი სასწავლო წელი. ჩემი მთავარი კაცი პირველ კლასში წავიდა. სიდონიას შეუთანხმდა, რომ მის ადგილს ღირსეულად დაიკავებს ბაღში. ნიაკომ ახალი შემართებით მეხუთე კლასის ათვლა დაიწყო. გილოცავთ ახალი სასწავლო წლის დაწყებას. ნაყოფიერ, ფერად და წარმატებულ წელიწადს გისურვებთ ბავშვებსაც და მშობლებსაც", - დაწერა ია დუდაშვილმა.

ჯანეტ ქერდიყოშვილისა და ნოე სულაბერიძის ქალიშვილი - ანნა სულაბერიძე
ტელეპროდიუსერ ნოე სულაბერიძისა და მოდელ ჯანეტ ქერდიყოშვილის ოჯახში მნიშვნელოვანი და ამაღელვებელი დღეა — მათი უფროსი ქალიშვილი, ანა, სკოლის მოსწავლე გახდა.
პატარა ანამ ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯები გადადგა და პირველ კლასში მივიდა. ამ განსაკუთრებულ დღეს მას გვერდით მოსიყვარულე მშობლები ედგნენ. ჯანეტმა და ნოემ სოციალურ ქსელში ოჯახური, თბილი ფოტოები გაუზიარეს გამომწერებს, სადაც ანას სკოლის პირველი დღის ემოციებია ასახული.
წყვილმა შვილს ახალი ეტაპის დაწყება მიულოცა და წარმატებული, საინტერესო და თავგადასავლებით სავსე სასკოლო წლები უსურვა. სოციალურ ქსელში ფოტოებს უამრავი თბილი კომენტარი და კეთილი სურვილი მოჰყვა.

სოფო ნიჟარაძისა და მიხეილ სააკაშვილის ქალიშვილი - ელის მარია სააკაშვილი
სოფო ნიჟარაძისა და მიხეილ სააკაშვილის ქალიშვილის, ელის-მარიას ცხოვრებაში ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო - პატარა ალისა პირველკლასელი გახდა და სწავლა „ევროპულ სკოლაში“ (European School) განაგრძო.
ცოდნის სამყაროში პირველი ნაბიჯების გადადგმისას მას გვერდით დედა, მომღერალი სოფო ნიჟარაძე ედგა. სოციალურ ქსელში გავრცელებულ ფოტოებსა და ვიდეოკადრებში ჩანს, თუ როგორ ემზადება პირველკლასელი ელის-მარია სკოლის პირველი დღისთვის.
გავრცელებულ კადრებს უამრავი თბილი კომენტარი მოჰყვა. გამომწერებმა და გულშემატკივრებმა პატარა ალისას წარმატებული, საინტერესო და სიხარულით სავსე სასკოლო წლები უსურვეს.

ანნა შელიასა და ლაშა ლომიძის ქალიშვილი - ელი ლომიძე
მოდელ ანნა შელიასა და მორაგბე ლაშა ლომიძის ოჯახშიც განსაკუთრებული დღეა - მათმა უფროსმა ქალიშვილმა, ელი ლომიძემ, სკოლის კარები პირველად შეაღო. პატარა ელი სწავლას იაკობ გოგებაშვილის სახელობის „მეექვსე საავტორო სკოლაში“ შეუდგა.
სასკოლო ცხოვრების პირველ დღეს ელი კლასელებსა და მასწავლებლებს ოჯახის წევრების გარემოცვაში შეხვდა. ანა შელიამ სოციალურ ქსელში ემოციური კადრები გაუზიარა გამომწერებს, სადაც პატარა ელის პირველი სასკოლო ფორმა და სკოლის ეზოში გადაღებული თბილი მომენტებია ასახული.
გულშემატკივრებმა და გამომწერებმა პატარა ელის უამრავი თბილი სურვილი გაუგზავნეს და წარმატებული, აღმოჩენებითა და სიხარულით სავსე სასკოლო გზა უსურვეს.

ბექა ღვინიაშვილისა და ნინო გველესიანის ქალიშვილი - მაშო ღვინიაშვილი
ქართველი ძიუდოისტის, ევროპის ჩემპიონისა და მრავალგზის პრიზიორის, ბექა ღვინიაშვილისა და ნონო გველესიანის უფროსმა ქალიშვილმა, მაშო ღვინიაშვილმა, წელს ცხოვრებაში ახალი, მნიშვნელოვანი ეტაპი დაიწყო - ის პირველი კლასის მოსწავლე გახდა.
სკოლის პირველ დღეს მაშო გამორჩეული ღიმილითა და ემოციებით - თეთრი პერანგით, სასკოლო ჩანთით ხელში შეხვდა, მისი პირველი სასკოლო ზარიც ოჯახის წევრების გარემოცვაში დაირეკა.

გიორგი ცხადაძისა და სალომე ლემოჯავას ქალიშვილი - ნენე ცხადაძე
მუსიკოსისა და მსახიობის, გიორგი ცხადაძისა და ჟურნალისტ სალომე ლემონჯავას ქალიშვილისთვის, ნენე ცხადაძისთვის, ეს შემოდგომა განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი აღმოჩნდა - პატარა ნენემ რობერ შუმანის სახელობის ევროპული სასწავლებლის კარი პირველად შეაღო და პირველი კლასის მოსწავლე გახდა
ნენე საზოგადოებისთვის უკვე კარგად ნაცნობი და საყვარელი პატარაა, რომელიც მშობლების სოციალურ ქსელებში თავისი უშუალობითა და არტისტულობით მუდმივად იპყრობს მაყურებლის ყურადღებას. ხელოვანთა ოჯახში გაზრდილი გოგონა პატარაობიდანვე გამოირჩევა მუსიკალურობითა და აქტიური ხასიათით.
სასკოლო ცხოვრების დასაწყისი ოჯახმა განსაკუთრებული ემოციითა და სიხარულით აღნიშნა. გიორგიმ და სალომემ შვილის ცხოვრების ეს უმნიშვნელოვანესი ნაბიჯი გულშემატკივრებსაც გაუზიარეს.

ვილოცავთ ყველა პირველკლასელს სკოლის დაწყებას და ვუსურვებთ წარმატებას!