„მხოლოდ იმის წარმოდგენა შემიძლია, თუ როგორ გაუხარდებოდა ეს მამაშენს“ - ნინი ნებიერიძე შვილის წარმატების შესახებ - Marao

„მხოლოდ იმის წარმოდგენა შემიძლია, თუ როგორ გაუხარდებოდა ეს მამაშენს“ - ნინი ნებიერიძე შვილის წარმატების შესახებ

2026-10-01 12:01:00+04:00

გარდაცვლილი ბიზნესმენის, თემურ უგულავას მეუღლე, ნინი ნებიერიძე, სოციალურ ქსელში შვილის მიღწევის შესახებ წერს - ფოტოზე ჩანს სასკოლო ჯილდო, სერტიფიკატი - Success Orientation Award, რომელიც გადაეცა თეიმურაზ უგულავას. სერტიფიკატზე მითითებულია, რომ ის გაიცემა სიკეთისა და ზრდილობის აღსანიშნავად ("Kindness and Politeness"). დოკუმენტის თარიღია 2026 წლის 30 სექტემბერი. 

ფოტოზე დართულ შავ ტექსტურ ველში ნინი წერს:

"The most important things in people are kindness and politeness. It makes me so happy to see that in you. I can only imagine how happy your dad would be".„ადამიანებში ყველაზე მნიშვნელოვანი სიკეთე და ზრდილობაა. უზომოდ მაბედნიერებს ამის შენში დანახვა. მხოლოდ იმის წარმოდგენა შემიძლია, თუ როგორ გაუხარდებოდა ეს მამაშენს.“

temur-ugulava

temur-ugulava

თემურ უგულავა - განვლილი გზა

თემურ უგულავა ქართველი ბიზნესმენი, XXI საუკუნის დასაწყისის საქართველოს სტუმართმოყვარეობის ინდუსტრიის ერთ-ერთი წამყვანი ფიგურაა. თემურ უგულავამ სამეწარმეო საქმიანობა 2003 წელს დაიწყო სათამაშო ბიზნესის სექტორში მოქმედი კომპანიით AdjaraBet, რომელიც 2019 წელს გაყიდა. 2010 წელს დააფუძნა Adjara Group, სტუმართმოყვარეობის სფეროში საქართველოს ერთ-ერთი უდიდესი კომპანია. ჯგუფის დაარსებულია ქართული სასტუმროების ბრენდი Rooms Hotels, სასტუმრო „სტამბა“, მულტიფუნქციური კომპლექსი „ფაბრიკა“. ჯგუფი ასევე მართავს სასტუმრო Holiday Inn Tbilisi-ს და თბილისის სპორტის სასახლეს. 

  • რას წერს თემურ უგულავას მეუღლე, მოდელი ნინი ნებიერიძე? ოჯახური ფოტოები და დიდი სიყვარული

უგულავას პროექტების დიდი ნაწილი მიტოვებული საბჭოთა ინდუსტრიული სივრცეების შემოქმედებით რეკონსტრუქციას და თანამედროვე ურბანული კულტურის ცენტრებად გარდაქმნას ეფუძნებოდა. მის სხვა საქმიან წამოწყებებს შორის იყო საერთაშორისო სპორტული მაუწყებელი Setanta Sports, ონლაინმარკეტი Veli Store და ელექტროსკუტერების გაზიარების სერვისი Scroll. 2026 წელს უმდიდრეს ქართველ მეწარმეთა „ფორბსის“ სიაში უგულავა 41-ე ადგილს იკავებდა. მისი ქონება შეადგენდა 282 მილიონ ლარს.

  • „მხოლოდ ერთი გზაა წასასვლელად“ – ნინი ნებიერიძე გარდაცვლილი მეუღლის, თემურ უგულავას ხსოვნას ემოციურ კადრებსა და სიმღერას უძღვნის

თემურ უგულავამ სამჯერ იქორწინა, პირველად - თეო ფერაძეზე და შეეძინათ ორი შვილი,  მეორედ - ბაია დავითაიაზე და ერთი ვაჟი შეეძინათ, მესამედ კი - ნინი ნებიერიძეზე - მათ ორი შვილი ჰყავთ. თემურ უგულავას და ეკა ნიჟარაძეს ოფიციალურად არ უქორწინიათ, თუმცა მათ ჰყავთ ერთი ვაჟი. 

  • "ჩვენი შვილი წელს 27 წლის გახდა - მე მაშინ გავიცანი, როცა ჩვეულებრივი ბიჭი იყო" - ეკა ნიჟარაძე ყოფილი მეუღლის, ბიზნესმენი თემურ უგულავას შესახებ

თემურ უგულავა გარდაიცვალა 2026 წელს, 56 წლის ასაკში მძიმე სენით, საზღვარგარეთ ხანგრძლივი მკურნალობის შემდეგ.