წლევანდელი წელი ნამდვილ საქორწილო ბუმად იქცა. დახვეწილი სტილი, საზღვარგარეთ გადახდილი გრანდიოზული წვეულებები, ტრადიციული ელემენტები და შთამბეჭდავი შოუები. გთავაზობთ ბოლო დროსი გამორჩეულ ქორწილებს რომლებმაც სოციალურ ქსელებში ნამდვილი ფურორი მოახდინა.
მსახიობისა და ტელეწამყვანის, რუსკა ქარქაშაძის და, ქეთო ქარქაშაძე დაქორწინდა. საღამო სავსე იყო დაუვიწყარი, ბედნიერი წუთებითა და ნამდვილი ქართული ემოციებით. ქეთო ქარქაშაძემ თავისი განსაკუთრებული დღისთვის ორი სრულიად განსხვავებული, თუმცა თანაბრად უნაზესი და დახვეწილი სამოსი შეარჩია. პირველი კაბა გამოირჩეოდა კლასიკური, ელეგანტური ჭრითა და ჰაეროვანი დეტალებით, რამაც პატარძალს განსაკუთრებული სინაზე შესძინა, ხოლო საღამოს მეორე ნაწილისთვის მან შედარებით თავისუფალი, თუმცა ულამაზესი კაბა მოირგო, რომელმაც საშუალება მისცა მთელი ღამის განმავლობაში თავისუფლად ეცეკვა და მეგობრებთან ერთად ემხიარულა.
საღამოს მუსიკალურ განწყობაზე კი ლეგენდარულმა ჯგუფმა "მგზავრებმა" იზრუნა, რომელთა ცოცხალმა შესრულებამ, საყვარელმა ჰიტებმა და ენერგიამ საქორწილო წვეულებას განსაკუთრებული, თბილი და სადღესასწაულო ატმოსფერო შესძინა.

ქორწილების ამ მრავალფეროვან სეზონს კიდევ ერთი გრანდიოზული და დახვეწილი დღესასწაული შეემატა - ელენე გაგუას ქორწილი იტალიაში, რომელმაც ესთეტიკის სრულიად ახალი სტანდარტი აჩვენა. ღონისძიებისთვის რომის ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ისტორიული ლოკაცია - მონტე მარიოს წვერზე მდებარე ვია ტრიონფალეს ვილა მიანი შეირჩა.
ელენე გაგუამ თავისი განსაკუთრებული დღისთვის დახვეწილი, ელეგანტური და თანამედროვე ესთეტიკა შეირჩა, რომელშიც კლასიკური არისტოკრატული სტილი და მინიმალისტური ჰარმონია სრულყოფილად იკვეთებოდა.
პატარძალს ეცვა ზღაპრული, მხრებმოშიშვლებული საქორწილო კაბა გრძელი სახელოებითა და დელიკატური ორნამენტებით, რომელსაც მდიდრული, ჰაეროვანი ფატა და მინიმალისტური, დახვეწილი თაიგული ამშვენებდა.

იტალიის დედაქალაქ რომში ქართველი წყვილისთვის განსაკუთრებული დღე დადგა - ცნობილმა ბიზნესმენმა ნიკა ნაცვლიშვილმა თავის რჩეულზე, ულამაზეს ნათია ხმიადაშვილზე იქორწინა.
წყვილმა ქორწილისთვის რომი აირჩია, სადაც მათთვის განსაკუთრებული და ემოციებით დატვირთული ორდღიანი ზეიმი გაიმართა. სადღესასწაულო გარემოს მთელი ორი დღის განმავლობაში იტალიური მუსიკა ქმნიდა, რომელმაც ღონისძიებას განსაკუთრებული ხიბლი შესძინა.
ქორწილის ერთ-ერთი გამორჩეული დეტალი პატარძლის ლუქები იყო. ნათია ხმიადაშვილმა სადღესასწაულო დღეების განმავლობაში კაბა რამდენჯერმე გამოიცვალა და თითოეულ მათგანში განსხვავებული, დახვეწილი სტილით გამოჩნდა.

ქართველი MMA მებრძოლი ლიანა ჯოჯუა ცხოვრების ახალ და მნიშვნელოვან ეტაპზე გადავიდა. სპორტსმენმა სოციალურ ქსელში გამომწერებს სასიხარულო სიახლე ამცნო და ჯერ ნიშნობის, მოგვიანებით კი გრანდიოზული ქორწილის ულამაზესი კადრები გაუზიარა.
სპორტსმენის რჩეული ქართველი ნიკა ჯაფარიძეა.
ნიშნობას მალევე მოჰყვა ულამაზესი ქორწილი, რომელიც ქართულ ტრადიციულ მოტივებზე იყო აგებული. დღესასწაული ჯვრისწერის ცერემონიალით დაიწყო, სადაც წყვილს ქართული ნაციონალური სამოსი ეცვა.
ჯვრისწერისა და ოფიციალური ხელის მოწერის შემდეგ, წვეულებაზე პატარძალმა იმიჯი შეიცვალა და სტუმრების წინაშე კლასიკური, ტანზე მომდგარი დახვეწილი საქორწინო კაბით წარსდგა.

მომღერალმა მარიამ შენგელიამ და მორაგბე გიორგი მჭედლიშვილმა ჯვარი დაიწერეს და გრანდიოზული ქორწილი გადაიხადეს.
წყვილმა ეს მნიშვნელოვანი დღე ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნა. საღამო გამოირჩეოდა განსაკუთრებული დახვეწილობით, ემოციურობითა და მხიარულებით, რასაც სოციალურ ქსელში გავრცელებული კადრებიც მოწმობს.
ღონისძიების მთავარი მშვენება, რა თქმა უნდა, პატარძალი გახლდათ. მარიამ შენგელიას დახვეწილმა, ულამაზესმა მაქმანებიანმა კაბამ თითოეული სტუმრისა თუ სოციალური ქსელის მომხმარებლის აღფრთოვანება გამოიწვია. ელეგანტურმა დიზაინმა და თითოეულმა დეტალმა პატარძლის იმიჯს განსაკუთრებული შარმი შესძინა. პატარძლის დახვეწილ კაბაზე ბრენდმა RARA COUTURE-მა იზრუნა

თეო კალანდაძისა და ჯიმი ჩხეიძის ქორწილი ორი დღის მანძილზე, კახეთის ერთ-ერთ ულამაზეს ლოკაციაზე - „ლოპოტა სპა რეზორტში“ გაიმართა.
ტრადიციულ ხელისმოწერისა და ნიშნობის ცერემონიალს გრანდიოზული საღამოს წვეულება მოჰყვა. ქორწილი უფრო ნამდვილ შოუსა და დღესასწაულს ჰგავდა: წყვილმა ტრადიციულ ქართულ ცეკვასთან ერთად, უბადლოდ შეასრულა კინტაური. ანსამბლ „აფხაზეთთან“ ერთად წარდგენილმა ამ ნომერმა სტუმრების უდიდესი აღფრთოვანება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. გარდა ცეკვისა, თეომ და ჯიმიმ სპეციალურად ამ დღისთვის მომზადებული სიმღერაც შეასრულეს, რამაც საღამოს კიდევ უფრო განსაკუთრებული ელფერი შესძინა.
პატარძლის მთავარი, ზღაპრული კაბა მსოფლიოში აღიარებულ მაღალი ბრენდს ELIE SAAB-ს ეკუთვნის, ხოლო მეორე, უფრო თანამედროვე საქორწინო სამოსი - ცნობილ ქართულ ბრენდს MATTERS.

ცნობილმა ინფლუენსერმა ნინიკო ჭავჭანიძემ და მისმა რჩეულმა, ჯეკო კოპალიანმა, ეს დაუვიწყარი თარიღი ახლობლებისა და მეგობრების გარემოცვაში აღნიშნეს.
ნინიკო ჭავჭანიძეს რჩეულმა, ჯეკო კოპალიანმა ხელი 2026 წლის თებერვალში სთხოვა. წყვილმა მალევე დაიწყო საქორწინო სამზადისი, დეტალებს კი მომავალი პატარძალი გამომწერებსაც აქტიურად უზიარებდა.
ქორწილი ქუთაისში გაიმართა. დღესასწაულის ვიზუალურ მხარეზე, ელეგანტურ ატმოსფეროსა და დაუვიწყარი მოგონებების შექმნაზე პროფესიონალთა გუნდმა იმუშავა. ხელის მოწერის ცერემონიალის ჯადოსნურ გაფორმებაზე, დეკორაციასა და ულამაზეს ყვავილების კომპოზიციებზე Flowers Lovers-მა იზრუნა, რამაც გარემოს განსაკუთრებული რომანტიკა შემატა. ამ მნიშვნელოვანი დღის თითოეული ემოცია, ექსპრესიული კადრი და ბედნიერი წუთები ფოტოგრაფმა აჩი მურუსიძემ აღბეჭდა, ხოლო ქორწილის დინამიკური და კინემატოგრაფიული ვიდეოკადრები Pixel Group-ის დამსახურებაა.
დიმიტრი დუმბაძისა და მარიამ ბალიაშვილის ქორწილი ნამდვილი დღესასწაული იყო.
ქორწილი დილიდანვე განსაკუთრებული განწყობით დაიწყო. პატარძალი „გარდენია შევარდნაძიდან“ წამოიყვანეს, რის შემდეგაც ცერემონია ისტორიულ სვეტიცხოვლის ტაძარში გაგრძელდა. ჯვრისწერა მამა გიორგი გოგიჩაიშვილმა ჩაატარა, განსაკუთრებული და ემოციური ფონი კი ანსამბლ „შვიდკაცას“ გალობამ შექმნა.
ჯვრისწერის შემდეგ ზეიმმა შატო მუხრანში გადაინაცვლა. ღონისძიების ერთ-ერთი მთავარი კულმინაცია იყო ხელისმოწერის ულამაზესი ცერემონია, რომელსაც აკომპანიმენტს უწევდა 45-კაციანი სიმფონიური ორკესტრი უნიჭიერესი ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობით. ორკესტრმა წყვილისთვის სპეციალურად შექმნილი ნაწარმოებები შეასრულა.
ამის შემდეგ საღამო ღია ცის ქვეშ, ვენახებთან მიმდებარედ 400-კაციანი ვახშმით გაგრძელდა.
სიძემ, დიმიტრი დუმბაძემ, ნიკოლოზ რაჭველის ხელმძღვანელობითა და სიმფონიურ ორკესტრთან ერთად, გია ყანჩელის უკვდავი ნაწარმოები - „როცა აყვავდება ნუში“ შეასრულა. პატარძალმა მარიამმა, ანსამბლ „ერისიონთან“ ერთად, მოასწრო და ქართული „მუხამბაზი“ იცეკვა

დავით ჭანიშვილის რჩეული, ამავე ანსამბლის მშვენიერი მოცეკვავე, მაკო დვალიშვილია. წყვილმა ჯვარი დაიწერა და გრანდიოზული, დაუვიწყარი ქორწილი გადაიხადა.
ქორწილმა სრულიად სოციალური ქსელი დაიპყრო. ბუნებრივია, „სუხიშვილების“ ქორწილი წარმოუდგენელია ცეკვის გარეშე. საღამოს ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მომენტი გახდა ნომერი, სადაც დავით ჭანიშვილმა და ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელმა, ილიკო სუხიშვილმა ერთად იცეკვეს. მათმა ენერგიამ და შესრულების ოსტატობამ მაყურებლის აღფრთოვანება და აპლოდისმენტები დაიმსახურა. სცენა მთლიანად დაეთმოთ სუხიშვილების მოცეკვავეებს, რომლებმაც სიყვარულით სავსე ატმოსფერო შექმნეს და ღამე ნამდვილ შოუდ აქციეს.
წყვილის ბედნიერი დღის ემოციები, ქორეოგრაფიული ელემენტები და ულამაზესი მომენტები ფოტო-ვიდეო ობიექტივში სტუდია Frame Me-მ აღბეჭდა.

ქართველი შეფ-მზარეული ლევან კობიაშვილი, რომელიც საზოგადოებამ პოპულარული კულინარიული პროექტებიდან, კერძოდ კი „მასტერშეფიდან“ გაიცნო, დაქორწინდა.
მისი რჩეული ნინა ილურიძეა. წყვილმა ქორწინების ცერემონია ახლობლებისა და მეგობრების წრეში გამართა. ღონისძიებიდან კადრები ნინა ილურიძემ სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა. სადღესასწაულო ცერემონიას წყვილის ქალიშვილი, ელენეც ესწრებოდა.
