სოციალურ ქსელებში გავრცელებულმა მორიგმა სახალისო ვიდეომ დიდი სიყვარული და ღიმილი დაიმსახურა. ვიდეოში პატარა ელის-მარია სააკაშვილი გულმოდგინედ კითხულობს წიგნს და როდესაც დედის ხმა ესმის, გულწრფელად აფიქსირებს თავის პოზიციას: „კი არ ვბოდიალობ, ვკითხულობ, დედიკო“.
ელის-მარია წელს პირველკლასელი გახდა და მის ცხოვრებაში ეს განსაკუთრებული, გარდამტეხი ეტაპია. როგორც ჩანს, ის მეცადინეობასა და წიგნების კითხვას დიდ დროს უთმობს და თანაც, სრული სერიოზულობით ეკიდება.

ელის-მარია სააკაშვილის ოჯახი
ელის-მარია სააკაშვილი გამორჩეული და ნიჭიერი პატარაა, რომელიც მუდმივად ხიბლავს თავის ოჯახს და საზოგადოებას ბავშვური და საინტერესო აღმოჩენებით. მის ფოტოებსა თუ ვიდეობს კი სოციალურ ქსელში ხსრად აქვეყნებს დედა, სოფო ნიჟარაძე.
გარდა იმისა, რომ ელის-მარია დაკავებულია სხვადასხვა ენის შესწავლით, სოფო ნიჟარაძის თქმით, მას განსაკუთრებული არტისტულობას ახასიათებს:
"უკვე ალისას დედად უფრო მიცნობენ, ვიდრე სოფო ნიჟარაძედ. ალისას ვიდეოებს უფრო უყურებენ. არასდროს ვეუბნები, რა და როგორ თქვას ან გააკეთოს, თვითონ ფიქრობს და კონტენტსაც თვითონ დებს. 6 წლის ხდება და დიდი ადამიანივით ველაპარაკები. ძალიან კარგად იცის ინგლისური, რუსულიც და ახლა ფრანგულის სწავლა უნდა.
ქობულეთში ვისვენებდით და ერთ დღეს ვეუბნებოდი, რომ მის სთორებს უფრო მეტი ნახვა ჰქონდა. ვთხოვე, რეკლამა მაქვს გადასაღები და შეგიძლია რამე მომიფიქრო-მეთქი? ფეხი ფეხზე ჰქონდა გადადებული, მეკითხება - რისი რეკლამა გაქვს გასაკეთებელი? იქვე, წამებში მოიფიქრა სცენარი:"დაჯდები, წაისვამ კრემს, მეც შემოვალ და გკითხავ - რას შვრები, დე? შენ მეტყვი - კრემს ვისვამ და მე გიპასუხებ - რატომ, რომ არ დაბერდე?"
მეორე დღეს გადავიღეთ ეს სცენარი და ბავშვმა ისე ითამაშა, გეგონებოდა საერთოდ არ დაგვიდგამს" - იხსენებდა სოფო ნიჟარაძე ერთ ერთ ინტერვიუში.