მსახიობი მანანა კოზაკოვა ვიკა ბუკიას გადაცემას სტუმრობდა, სადაც საკუთარი ცხოვრების მნიშვნელოვან ეტაპებზე, ოჯახურ ურთიერთობებსა და ბავშვობის მოგონებებზე გულახდილად ისაუბრა.

მანანა კოზაკოვას ინტერვიუ
- როგორც ყველა ბავშვს, მეც მიყვარდა ბავშვობა. შენს ცხოვრებაში არსებობენ ადამიანები, რომლებზეც, უკან რომ მოიხედავ, ნახავ, რომ შენს მომავალში დიდი როლი ითამაშეს - ისე, რომ არც მათ და არც მე ამაზე არ გვიფიქრია. ჩემს შემთხვევაში ასეთი ალბათ ბებიაჩემი იყო, მანანა, რომლის სახელიც მქვია. არ მახსენდება დღე, რაღაცაზე რომ არ გამახსენდეს. ალბათ, ყველაზე სწორად ვუყვარდი.
მამას გავლენა დიდი იყო. მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა ქალაქში ვცხოვრობდით, ძალიან ხშირად ჩავდიოდით ან ჩამოდიოდა. მამა მოსკოვში ცხოვრობდა, მე - თბილისში. ძალიან მჭიდრო ურთიერთობა გვქონდა. მამის მხრიდან და-ძმა მყავს, რომლებთანაც იდეალური ურთიერთობა მაქვს, ეს კი, რა თქმა უნდა, მშობლების დამსახურებაა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია.
ჩემი მშობლები რომ დაშორდნენ, ძალიან პატარა ვიყავი. პატარა ასაკში უფრო სწრაფად იზრდები, რადგან გიწევს ოჯახის ახალი წევრების გააზრება - ჩნდება დედინაცვალი, ჩნდებიან და-ძმები, ამიტომ უფრო დიდი ხდები. არ ვამბობ, რომ ეს ტრაგედია იყო, თუმცა სამომავლოდ ამ ყველაფერს სხვანაირად იმახსოვრებ.
მამაჩემს გადაღებაზე რომ ვნახავდი, ყოველთვის ჩვენი შეხვედრა საქმით იწყებოდა. ყველა ეტაპზე ვიცოდი, რაზე მუშაობდა და მერე თავის შემოქმედებას ყოველთვის ბავშვებს გვიზიარებდა
- შვილიშვილი და შვილი აბსოლუტურად სხვა რამეა. შვილიშვილი არის მეტი სიამოვნება და ნაკლები პასუხისმგებლობა. მე თინათინის მიმართაც ზუსტად იგივე სითბოს გავცემდი და ისევე აღფრთოვანებული ვიყავი ჩემი შვილით. ჩემს შვილიშვილს რომ ვუყურებ - თან ბიჭია, რადგან ჩვენს ოჯახში გარშემო სულ გოგოები ვართ - რაღაცნაირად ძალიან საყვარელია. 5 წლისაა და სულ ვეთამაშები. თვითონაც ძალიან თბილია და დედამისითაა აღფრთოვანებული. არასდროს გამოეპარება თინათინს, თუ რაიმე განსაკუთრებული აქვს.