სცენიდან დაწყებული ზღაპარი: "ერისიონის" მოცეკვავეების ნიშნობა, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება - Marao

სცენიდან დაწყებული ზღაპარი: "ერისიონის" მოცეკვავეების ნიშნობა, რომელიც სოციალურ ქსელში ვირუსულად ვრცელდება

2026-11-04 12:36:30+04:00

სოციალურ ქსელში რამდენიმე დღეა ვირუსულად ვრცელდება კადრები „ერისიონის“ მოცეკვავეების ნიშნობიდან - ანი ძერიასა და გიორგი ნოზაძის სიყვარულის ისტორია, რომელიც სცენაზე დაიწყო, ახალ ეტაპზე გადავიდა. ულამაზესი წყვილის ეს დიდი ბედნიერება მათ მეგობრებსა და ოჯახის წევრებთან ერთად, არაერმა გულშემატკივარმაც გაიზიარა, ფოტოებმა კი, რომლებიც სავსეა სიყვარულითა და დადებითი ემოციებით, უამრავი მოწონება დააგროვა. 

ani-dzeria

ani-dzeria

ანი ძერიასა და გიორგი ნოზაძის სიყვარულის ისტორია

ანი ძერია და გიორგი ნოზაძე ერთმანეთს პროფესიამ და „ერისიონმა“ დააკავშირა - რეპეტიციაზე მისული ანისთვის პირველივე შეხვედრა საკმარისი აღმოჩნდა, რომ ცხოვრების მთავარი გადაწყვეტილება მიეღო: 

  • „ბევრი წყვილის ხვედრი ალბათ არ არის... სახლშიც ერთად ვართ და - სცენაზეც“ – „ერისიონის“ გამორჩეული სახის, ნინა თოთიაურის ამბავი სცენაზე და სცენის მიღმა

„მე 6 წლიდან მივედი „ერისიონის“ სტუდიაში და იქ გავიზარდე. 18 წლის რომ გავხდი, სანამ სტაჟიორებში მივდიოდი, რეპეტიციას დავესწარი და პირველად იქ ვნახე გიორგი. მაშინ აფხაზურს ცეკვავდა და სოლო რომ შეასრულა, მივხვდი, რომ მის იქით გზა არ მაქვს“, - ამბობდა ანი ძერია. 

ani-dzeria

პირველ შეხვედრას იხსენებდა გიორგი ნოზაძეც: 

  • 5 მოცეკვავე წყვილი, რომლებმაც სცენაზე დაწყებული ისტორიები სიყვარულად აქციეს

„მე 2016 წელს მივედი „ერისიონში“, სტაჟიორად დავიწყე  და 2018 წლიდან უკვე ანსამბლში ვარ. რეპეტიციაზე არასდროს არავინ მინახავს და პირველივე ჯერზე ასეთი ლამაზი გოგო რომ დავინახე, გამიკვირდა. მაშინვე მოვიხიბლე. ორივე მოწამლულები ვართ თითქოს ამ პროფესიით და ამან უფრო დაგვაახლოვა. ერთი წლის მანძილზე ვმეგობრობდით, უკვე ორ წელზე მეტია, ერთად ვართ.

ani-dzeria

  • მოულოდნელი ხელის თხოვნა და კადრები, რომლებმაც ათასობით ნახვა დააგროვა: ვინ არის მომღერალ მარიამ შენგელიას რჩეული

ორივე ძალიან სპონტანური ადამიანები ვართ, ხშირად დაუგეგმავად ვიღებთ გადაწყვეტილებებს, თეატრი გვიყვარს და ხშირად დავდივართ სპექტაკლებზე. როცა ჩვენს ცხოვრებაში რაიმე მნიშვნელოვანი თარიღია, გვიყვარს ერთმანეთისთვის საჩუქრების გაკეთება“, - ამბობდა გიორგი ნოზაძე.