"არველაძეების ახალი თაობა" და საფირმო ცეკვა: პატარა სოფია არველაძე მამასთან ერთად - Marao

"არველაძეების ახალი თაობა" და საფირმო ცეკვა: პატარა სოფია არველაძე მამასთან ერთად

2026-11-04 13:03:17+04:00

სოფია არველაძე რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის პირველი შვილიშვილია. ის არველაძეების ოჯახში პირველი შვილიშვილია - მისი ფოტოები, რომლებსაც ხშირად გვიზიარებენ მშობლები და ბებია-ბაბუა, ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. 

  • პატარა რეზი ბაბუის გზას აგრძელებს: ქეთი წიქვაძე შვილის, უმცროსი რეზის ახალ ფოტოს აქვეყნებს

ამჯერად მხიარულ კადრებს ვატო არველაძე და მაკუნა ზედაშიძე გვიზიარებენ - ცეკვა არველაძეების ოჯახში ტრადიციაა, თუმცა განსაკუთრებულ ხიბლს და სითბოს ამ პროცესს პატარა სოფია მატებს. ვატო არველაძისა და მისი პატარა გოგონას ერთობლივი ცეკვის კადრები სოციალურ ქსელში დიდ სიყვარულსა და დადებით ემოციებს იმსახურებს.

makuna

  • ტური თეონა თავართქილაძის ზღაპრულ გარემოში: ყველასთვის საყვარელი დიზაინერის სახლი ზღვის პირას და საზაფხულო უქმეები

ბუნებრივი ხალისი, მხიარული ხასიათი და სცენისადმი, მუსიკისა და მოძრაობისადმი განსაკუთრებული სიყვარული სოფიას თითქოს გენეტიკურად გადმოჰყვა - ის ზუსტად ისეთივე მხიარული და ენერგიულია, როგორც ცნობილი ძმები არველაძეები იყვნენ თავიანთი სპორტული თავგადასავლებით.

arveladze

მაკუნა ზედაშიძისა და ვატო არველაძის ოჯახი 

ვატო არველაძე რეზი არველაძისა და თეონა თავართქილაძის შვილია, რომელიც წყვილს 1998 წელს გერმანიაში, ჰამბურგში შეეძინა. ვატომ მამის გზა გააგრძელა და თავადაც ფეხბურთელია, წლების მანძილზე ის საზღვარგარეთ ცხოვრობდა, ახლა კი ჰყავს მეუღლე, მშვენიერი მაკუნა ზედაშიძე და ქალიშვილი, სოფია არველაძე, რომლებთან ერთადაც საქართველოში ცხოვრობს. 

  • რეზი და ბაბუები: არველაძებიის ოჯახური კადრები და უმცროსი რეზი არველაძე

პატარა სოფია არველაძე ოჯახში პირველი შვილიშვილია - მის მიმართ სიყვარულს არამხოლოდ ოჯახის მეგობრები, არამედ უცნობებიც ხშირად გამოხატავენ. სოფიას ფოტოები თუ ვიდეოები ყოველთვის დიდ მოწონებას იმსახურებს. 

makuna