„მის საქართველო“ 2018 ნინი გოგიჩაიშვილი 33 წლის გახდა - სადღესასწაულო ტორტი, კარგი განწყობა და საყვარელი ადამიანები - Marao

„მის საქართველო“ 2018 ნინი გოგიჩაიშვილი 33 წლის გახდა - სადღესასწაულო ტორტი, კარგი განწყობა და საყვარელი ადამიანები

2026-11-24 11:29:55+04:00

"მის საქართველო" 2018 ნინი გოგიჩაიშვილი 23 ნოემბერს 33 წლის გახდა - მშვენიერმა მოდელმა და ტელეწამყვანმა დაბადების დღე მეგობრებისა და ოჯახის წევრების გარემოცვაში აღნიშნა - ნინი თავადაც გამორჩეულია როგორც გარეგნობით, ისე ნიჭიერებით და ეს დღეც განსაკუთრებით დასამახსოვრებელი აღმოჩნდა. სადღესასწაულო ტორტი, კარგი განწყობა და საყვარელი ადამიანები კი ამ ყველაფერს უფრო ლამაზს ხდიდა. 

gogicha

ნინი გოგიჩაიშვილის ოჯახი და კარიერა 

ნინი გოგიჩაიშვილი1993 წლის 23 ნოემბერს დაიბადა. მან სამოდელო სფეროში პირველი ნაბიჯები ადრეულ ასაკშივე გადადგა, მოგვიანებით კი, 2018 წელს, გახდა "მის საქართველო". წარადგინა საქართველო კონკურსზე "მის მსოფლიო 2019".

  • ქართული სილამაზე ფრანგულ რივიერაზე: "მის საქართველო" ნინი გოგიჩაიშვილის რომანტიკული კადრები სენ-ტროპედან

"ძალიან ბედნიერი ბავშვობა მქონდა. ჩემმა მშობლებმა, მიუხედავად იმისა, რომ ორივე დაკავებული იყო და სახლში თითქმის არასდროს იყვნენ, საამისოდ ყველაფერი გააკეთეს. მე და ჩემი და, ნანუკა ვამბობთ ხოლმე, რომ ჩვენ ბებოების და ბაბუების გაზრდილები ვართ. მოგეხსენებათ 90-იანი წლები რთული პერიოდი იყო, დალხენილი სიტუაცია არ გვქონდა და მშობლები თავდაუზოგავად შრომობდნენ იმისთვის, რომ ყველაფერი მქონოდა. თუმცა მათ ისიც ჩაგვინერგეს, რომ ნივთებზე მეტად მნიშვნელოვანი ოჯახური სითბო და სხვა ფასეულობებია...

  • ულამაზესი "გოგიჩები" - ნინი და ნანუკა გოგიჩაიშვილების ოჯახური კადრები

არასდროს მომიტყუებია მშობლები, ყველაზე მეტად მათში ის მომწონდა, რომ ყოველთვის მიტოვებდნენ არჩევანის თავისუფლებას. თავისუფლებაა, რომ არ გაჰყვე დედ-მამის კვალს, თუკი არ გაინტერესებს და აკეთო საქმე, რომელიც ძალიან გიყვარს", - ამბობდა ნინი წლების წინ.

  • ვინ არის ნინი გოგიჩაიშვილის ქმარი: "მის საქართველოს" პირველი ინტერვიუ ოჯახსა და მეუღლეზე

დღეს ის დუბაიში ცხოვრობს. სამოდელო სფეროდან მან ჟურნალისტიკაში გადაინაცვლა და იქ საკუთარ გადაცემას "Nini's Diary" უძღვება. "Nini's Diary - "ნინის დღიური" არის სატელევიზიო პროექტი. დუბაიში ძვირადღირებული ცხოვრების შესახებ ჩვენი ზღაპრული ტელეწამყვანის, "მის საქართველოს" - ნინი გოგიჩაიშვილის თვალით" - ვკითხულობთ მის აღწერაში.