"მათ მთელი გულით ვუსურვებ საუკეთესოს“ - ჯორჯინა უზკატეგუი ლინა სიჭინავასა და ილია თოფურიას შესახებ ესპანურ მედიასთან საუბრობს - Marao

"მათ მთელი გულით ვუსურვებ საუკეთესოს“ - ჯორჯინა უზკატეგუი ლინა სიჭინავასა და ილია თოფურიას შესახებ ესპანურ მედიასთან საუბრობს

2026-11-25 10:15:21+04:00

ესპანური მედია ილია თოფურიას ახალი სიყვარულის შესახებ

ხავი ოიოსის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, UFC-ის ჩემპიონი ილია თოფურია კვლავ შეყვარებულია - მას ურთიერთობა ქართველ მოცეკვავე ლინა სიჭინავასთან აქვს. არსებული ცნობებით, წყვილის ურთიერთობა დაახლოებით ერთ თვეს ითვლის. მათ ერთმანეთი სპორტსმენის საქართველოში ვიზიტის ფარგლებში გაიცნეს, სადაც თოფურია სავარჯიშოდ იმყოფებოდა.

  • „ჩვენი მშვენიერი პატარძალი“ - ლინა სიჭინავას ულამაზესი საქორწილო ლუქი და მოდელის ამპლუა

ლინა სიჭინავა საქართველოს ნაციონალური ბალეტის, „სუხიშვილების“ დასის მოცეკვავეა. პარალელურად, იგი სამოდელო სააგენტო „Look Models Management“-თან თანამშრომლობს.

  • ნინო სუხიშვილი ლინა სიჭინავასა და ილია თოფურიას შესახებ: "ყველა იმ ბოროტი, შურიანი და ბოღმა ადამიანის ჯინაზე, ულევ სიყვარულს გისურვებ!“

ilia

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი გააკეთა სპორტსმენის ყოფილმა პარტნიორმა და მისი მეორე ქალიშვილის დედამ, ჯორჯინა უზკატეგიმ. გადაცემა „Es la Mañana de Federico“-ს რუბრიკა „Crónica Rosa“-სთან საუბრისას მან აღნიშნა: „იმედია, ძალიან ბედნიერი იქნება, რადგან ვინც სიმშვიდეში ცხოვრობს, სხვის სიმშვიდესაც არ არღვევს. ჩემი მხრივ, მოხარული ვარ, რომ ცხოვრების ეს ეტაპი დასრულდა. მათ მთელი გულით ვუსურვებ საუკეთესოს“.

  • "სუხიშვილები", პოპულარული ვიდეო და რომანი ილია თოფურიასთან? - ვინ არის 19 წლის მოცეკვავე, რომელიც მედიის ყურადღების ცენტრში მოექცა

ილია თოფურიას ყოფილი მეუღლის, ჯორჯინა უზკატეგუის პირველი კომენტარი

ცნობისთვის, თოფურიასა და უზკატეგის შორის მიმდინარე სამართლებრივი დავა, რომელიც უზკატეგის მიერ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის ფაქტზე შეტანილ სარჩელს უკავშირდებოდა, საქმის წარმოების შეწყვეტით დასრულდა. მხარეებს შორის ქალიშვილის მეურვეობის საკითხზე კერძო შეთანხმება მოქმედებს, თუმცა უზკატეგის საცხოვრებლად ამერიკის შეერთებულ შტატებში გადასვლის უფლება არ მიეცა. 

topuria