დიეტის პრინციპი სათაურშივე ჩანს, გამორიცხულია მარილი. წყალი - დღეში მინიმუმ 1.5 ლ.
პირველი დღე
საუზმე: შავი ყავა.
სადილი: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, 270 გრ უმი კომბოსტოს სალათა, შენელებული მცენარეული ზეთით; ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: 120 გრ შემწვარი ან მოხარშული თევზი.
მეორე დღე
საუზმე: შავი ყავა, ორცხობილა.
სადილი: 120 გრ შემწვარი ან მოხარშული თევზი, 270 გრ ბოსტნეულის სალათა მცენარეული ზეთით.
ვახშამი: 100 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, ერთი ჭიქა კეფირი (ან მაწონი)
მესამე დღე
საუზმე: შავი ყავა, ორცხობილა.
სადილი: ზეთში შემწვარი 1 საშუალო ზომის ყაბაყი ან ბადრიჯანი.
ვახშამი: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი;
200 გრ მოხარშული ძროხის ხორცი;
270 გრ უმი კომბოსტოს სალათა ზეთით.
მეოთხე დღე
საუზმე: შავი ყავა;
სადილი: 1 თოხლოდ მოხარშული კვერცხი და 3 მოზრდილი მოხარშული სტაფილო ზეთით შენელებული; 15 გრ მყარი ყველი.
ვახშამი: 150-240 გრ ხილი.
მეხუთე დღე
საუზმე: 270 გრ უმი სტაფილოს სალათა ლიმონის წვენით შეზავებული.
სადილი: 120 გრ შემწვარი ან მოხარშული თევზი, ერთი ჭიქა ტომატის წვენი.
ვახშამი: 150-240 გრ ხილი.
მეექვსე დღე
საუზმე: შავი ყავა.
სადილი: 200 გრ მოხარშული ქათამი.
270 გრ უმი კომბოსტოს ან სტაფილოს სალათა.
ვახშამი: 2 მაგრად მოხარშული კვერცხი, ერთი ჭიქა სტაფილოს ფრეში ზეითუნის ზეთით.
მეშვიდე დღე
საუზმე: ჩაი.
სადილი: 200 გრ მოხარშული ძროხის ხორცი, 150-240 გრ ხილი;
ვახშამი: აირჩიეთ წინა დღეებიდან რომელიმე, გარდა მე-3 დღისა.
მერვე დღიდან ვაგრძელებთ დიეტას უკნიდან წინ – ვიმეორებთ მე-6 დღის მენიუს. მეცხრე დღეს ვიმეორებთ მე-5 დღეს, მეათე დღეს – მე-4 დღისას და ა.შ. დიეტის ბოლო დღეს, ანუ მე-13 დღეს ვიმეორებთ პირველ დღეს.
ასევე იხილეთ:
ეფექტური იაპონური დიეტა – 2 კვირაში მინუს 8 კილოგრამი!
უნიკალური იაპონური დიეტა: 2 კვირაში მინუს 7-8 კილოგრამი
რას შეიცავს აბები, რომელთაც იაპონელები გასახდომად სვამენ
ეფექტიანი იაპონური დიეტა