marao.ge პერიოდულად გაცნობთ იმ ადამიანებს, რომლებიც ზედმეტ კილოგრამებთან ბრძოლაში იმარჯვებენ და გემრიელობებზე უარის თქმასაც ახერხებენ.
ამჯერად გთავაზობთ რჩევებს მათგან, ვინც გასულ წელს 25-დან 55 კილოგრამამდე დაიკლო.
მადონა ბოჭრიშვილი, -55კგ

10 ოქროს წესი: - შიმშილში გატარებული ყოველი დღე წონის მომატებისკენ გადადგმული დიდი ნაბიჯია
- დილა დაიწყეთ 1 ჭიქა წყლით
- საუზმე მიირთვით დილის 9 საათამდე
- ტკბილეული დააგემოვნეთ მხოლოდ დღის პირველ ნახევარში, შემდეგ მას ისევე შეხედეთ, როგორც საწამლავს
- არანაირი ხილი და ცომეული სადილზე
- დაივიწყეთ ქურა! ზეითუნის ზეთში შეწვით ღუმელში ან გრილზე
- 5 დღეში ერთხელ მიიღეთ ცილოვანი პროდუქტი
- აქციეთ დიეტა ცხოვრების წესად, ნუ მოიწყობთ ე.წ. განტვირთვის დღეებს
- არავითარი ბურღულეული ვახშამზე
- საღამოს 6 საათის შემდეგ დასაშვებია მხოლოდ უშაქრო ჩაი ან ყავა
ნათია ნანობაშვილი - 16 წლის, დაიკლო 38 კგ.
“ძლიერი სურვილის შემთხვევაში შეუძლებელი არაფერია. მთავარია, გვქონდეს საკუთარი თავის რწმენა და იმედი. პირადი გამოცდილებით ვამბობ, რომ საოცარი გრძნობაა, როდესაც საბოლოოდ ვდგავარ სარკის წინ და ვგრძნობ, რომ აშკარად მომწონს საკუთარი თავი და ვამაყობ ჩემი გამძლეობით. მხოლოდ ამ წამებისთვის ღირდა ეს 1 წელი. ასევე გეტყვით, რომ დიეტისთვის გამომუშავებული ნებისყოფა ჩემ მიერ წამოწყებულ სხვა საქმეებშიც მნიშვნელოვანი აღმოჩნდა და ძალიან მეხმარება ახლაც. ამიტომ, არ შეუშინდეთ პრობლემებს და მუდმივად გახსოვდეთ, რომ თქვენ ეს შეგიძლიათ!დავით ყუფუნია, 17 წლის, 3 თვეში -24 კგ

ჭარბ კილოგრამებს ბავშვობიდან ვებრძვი და სხვადასხვა ხერხი მაქვს ნაცადი. ყოველ ჯერზე თუ ერთხელ დავარღვევდი, თავს ვანებებდი ხოლმე. მერე გადავწყვიტე, საკუთარი თავისთვის თვეში ერთხელ მომეწყო დარღვევის დღე. ამ დღეს ყველაფერს ვჭამ, რაც მომინდება. სხვათა შორის, ამართლებს.
თამუნა გოგეშვილი, 26 წლის -30 კგ
3 თვე დაურღვევლად ვიცავდი "დუკანის დიეტას", როგორც პირველ წყაროშია, თითქმის ისე. მხოლოდ ერთ ინგრედიენტს ვამატებდი, ეს იყო ხილი დღის პირველ ნახევარში. ვჭამდი 1-2 ცალ ვაშლს, მანდარინს, ქლიავს... ვფიქრობ, ეს დარღვევას არ ნიშნავს. ამაზე მეტყველებს ჩემი შედეგიც.
ანანო კაკაბაძე , -25 კგ
ყველაზე კარგი გზა ჯანსაღ ცხოვრებამდე სწორი კვებაა, რომლის დროსაც შენ თვითონ ხარ შენი თავის დიეტოლოგი, რომელიც დიეტას გიდგენს. ცდუნება დიდია, გინდა ყველაფერი და ყველაფერზე წახვალ, ოღონდ ჭამო, მაგრამ ამ დროსაც ჩვენს თავზე უნდა ვიფიქროთ. 1 კვირის შემდეგ ყველა ცდუნება გაქრება.