სლოვაკურ ფოლკლორში მთავარი ადგილი პროზაულ ჟანრებს უჭირავს.
ჯადოსნური ზღაპრები - სლოვაკური ფოლკლორის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი მოვლენაა. მათთვის დამახასიათებელია მეტაფორები და მრავალრიცხოვანი შედარებები („მოჯადოებული ტყე“, „კონკია“, "მზის რაში", „თორმეტი თვე“).
მე-19 საუკუნის შუა პერიოდიდან ჯადოსნური ზღაპრების დაღმასვლა დაიწყო. წინა პლანზე ყოფითი ზღაპრები წამოვიდა. მრავალფეროვანი თემატიკის, მკაფიოდ გამოხატული სოციალური ორიენტაციით, რომლის გმირი - უბრალო ადამიანია, ჭკუით დაჯილდოებული, მოხერხებული და გამომგონებელი.
თანამედროვე სლოვაკეთისთვის ყველაზე თემატურია ყოფითი და ავანტიურული ხასიათის ზღაპრები.
სლოვაკეთის აღმოსავლეთ ნაწილისთვის დამახასიათებელია სატირული ზღაპარი. ცენტრალურ ნაწილში კი თითქმის ყველანაირი ჟანრის ზღაპრები გვხვდება.
ლიპტოვში ახლაც ხშირად ჰყვებიან ჯადოსნურ ზღაპრებს, ზღაპრებს ცხოველებზე, იშვიათად კი - ლეგენდებს.
ცხოველებზე ზღაპრების თემატიკა უმეტესწილად მათ წარმოშობას უკავშირდება და ხშირად ადამიანებთანაა დაკავშირებული (მაგალითად, ზღაპარი დათვზე).
ტიპური სლოვაკური ზღაპრებისთვის (მაგალითად, „დათვი, კოღო და მელია“, „დიადი ძაღლი“, „თხები“) დამახასიათებელია მარტივი კომპოზიცია, მყარი ფაბულა და დიალოგის განვითარებული ფორმა.
ეს მემკვიდრეობა დაკავშირებულია კონკრეტულ ისტორიულ პიროვნებებთან, მოვლენებთან და ადგილებთან. ისინი შეიძლება დაიყოს სამ ციკლად: მეფე დათვზე, თურქებსა და იანოშიკზე.
სლოვაკურ ლეგენდებში მნიშვნელოვან ადგილს ბიბლიური სიუჟეტებიც იკავებს (ბრძენ სოლომონზე, ადამისა და ეშმაკის პირველ შეხვედრაზე და სხვ.).
- იცოდით, რომ კონკია მარტო საფრანგეთში არ ცხოვრობდა? აზიის ხალხთა ზღაპრებშიცაა ისტორია დაკარგულ ფეხსაცმელსა და ნაპოვნ ბედნიერებაზე. - და გველი გორინიჩი? ფიქრობთ, რომ ეს საშიში პერსონაჟი მხოლოდ რუსულ ზღაპრებშია? სულაც არა! დრაკონებს და ცეცხლისმფრქვეველ გველებს ევროპის ზღაპრებშიც შეხვდებით. აღმოსავლეთში მფრინავი ურჩხულები ბოროტი მონსტრები კი არა, დადებითი პერსონაჟები არიან.
მსოფლიოს სხვადასხვა ნაწილში მოგონილი ზღაპრების სიუჟეტების მსგავსება საოცარია. ისინი ერთმანეთს ჰგავს, მაგრამ ყოველი მათგანი, ამავდროულად, უნიკალურია, ხალხების რწმენით და კოლორიტულობით გამდიდრებული.
ზღაპრებში ყველაფერი ხდება: ობოლი ღარიბი თხოვდება პრინცზე, ღუმელი ტრანსპორტის საშუალებად გადაიქცევა, ცხოველები და ფრინველები ლაპარაკობენ, კუ სწრაფ კურდღელს ამარცხებს რბოლაში.
ზღაპრები ბავშვობას გვახსენებს. ისინი სავსეა იმ ჯადოსნური საღამოებით, როდესაც ფუმფულა საბანში ეხვევი და თავს ნებისმიერი საფრთხისგან დაცულად გრძნობ. ჩვენ მოუთმენლად ველოდით, როდის დაიწყებდა ზღაპრის თხრობას დედა. მის მშვიდ ხმას ღრუბლებს მიღმა სამყაროში მივყავდით, სადაც წარმოუდგენელ ურჩხულებს და მამაც გმირებს ვხვდებოდით...
იმისათვის, რომ უფროსებმა არ დაკარგონ ბავშვური რწმენა სასწაულების მიმართ, ბავშვებმა შეძლონ უჩვეულო გმირების გაცნობა და მათთან ერთად ზღაპრულ მოგზაურობაში გაეშურონ, საჭიროა მხოლოდ „მსოფლიოს ხალხთა ზღაპრების“ ტომეულის შეგროვება.